The Joker

814 54 3
                                    

მე არ ამირჩევია შუბლისძარღვგაწყვეტილი ცხოვრება,შუბლისძარღვგაწყვეტილმა ცხოვრებამ ამირჩია მე.

ასეთი აზრი მიტრიალდება გონებაში,როცა ვიღვიძებ და გვერდით არავინ მხვდება.
რას ველოდი არც მე ვიცი.
საერთოდ,დაღლილზე ხომ არ დამესიზმრა?

მიუხედავად იმისა,რომ ჯერჯერობით ცხადი და ზმანება ერთმანეთში არ მერევა,გუმანის გასაქარწყლებლად მოცუცქნული ჟურნალის მაგიდისკენ ვიხედები.
პირველადი დახმარების ყუთი ისევ იქ არის,სადაც დავტოვე.

კლასიკაა.

თავს ვერაფერს ვუხერხებ.
გუშინდელზე და ზოგადად მასზე ფიქრისას გულმკერდის მარცხენა არეში ჭვალა ბუნებრივი მოვლენა მგონია.
უფრო სწორად,ბუნებრივობად მექცა.
არადა,შინაგანი "მე"დარწმუნებული ეს ასე არ უნდა ხდებოდეს.

აბაზანიდან გამოსვლისას თვალი საწოლიკენ მექცევა.
როცა წარმოვიდგენ ერთ მხარეს ზეინ მალიკს,მეორე მხარეს საკუთარ თავს,შუაში კი ბალიშსს,მეცინება.
და ასე გაცინებული მივდივარ სამსახურშიც.
ამენდა ამ ჩემს უეცარ გამხიარულებაზე ისეთ ვერსიებს იგონებს,მე თუ არა ინტერესი მოკლავს.
სერიოზული არაფერია-მეთქი,აღარც მახსოვს მერამდენედ ვეუბნები.

მართლაც,რა მოვუყვე?
ერთი ბიჭია,პირველად რინგზე დავინახე,მასზე ორჯერ დიდს ლამის სული გააფრთხობინა,მერე ორქიდეები გამომიგზავნა,სახლში და გონებაში შემომეჭრა,ახლა კი მოსვენებას აღარ მაძლევს-თქო?
რომელიღაც ფილმის სცენარს უფრო ჰგავს,ვიდრე ამბავს,რომელიც შეიძლებოდა ჩემს მოსაწყენ ცხოვრებაში მომხდარიყო.

ფიქრებიდან იმ ქალბატონის ხმას გამოვყავარ,რამდენიმე დღის წინ რომ ვნახე კაფეში,ძალიან კარგი მოსაუბრე ხარო რომ მითხრა.

ახლა სქაილერ როგორ ხარო მეუბნება.

მოიცა,ჩემი სახელი როდისღა ვუთხარი?

მადლობთ,კარგად,თქვენ როგორ ბრძანდებით-მეთქი ვეუბნები და ლაპარაკში ისე ვერთობით,ნატალი,აქაურობის პატრონი,მზერით მფატრავს.

Orchids |Z.M|Where stories live. Discover now