Prince Charming

982 49 24
                                    

შობის მაგია ჩუმია.
კიარ გესმის-გრძნობ,იცი,გჯერა.
სიტყვებით ვერ გადმოვცემ რაოდენ მადლიერი ვარ,რომ შემიძლია ვთქვა დღეს მისი მთელი მშვენიერება შევიგრძენი-მეთქი.

ჯერ ჩემი ციცქნა აპარტამენტი მოვრთეთ,მერე-ზეინის.
ზეინისაში სამი ნაძვის ხე დავდგით-ერთი ჰოლში,ერთი სამზარეულოში და ერთიც მისაღებში.
ძირათადი აქსესუარი პოლაროიდები იყო, ღმერთოშენმიშველე სახეები კი გქვონდა,თუმცა ეს ვის ადარდებს.
ერთობლივი ძალებიც პაწია თაფლაკვერებიც დავაცვხვეთ,რომლის სურნელი ახლაც ამდის თმაზე.

-მზად ხარ,ძვირფასო?-ზეინი თავისი ჩვეული გრაციით შემოდის ოთახში,თმას ყურს უკან მიწევს და იქვე მკოცნის.
კი-თქო თავს ვუქნევ.
ფაქიზად მკიდებს ხელს,კარს აღებს და მანქანიქსკენ მივყავარ.

ისე ვღელავ,როგორც არასდროს.
რა ვიცი,მიჩვეულიც არ ვარ ასეთ სიტუაციებს,ან საიდან ვიქნები.
დიდი შანსია არ მოვეწონო,ყოველ შემთხვევაში ორსული გოგო რომ მოგადგება გაგიმარჯოთ,მე თქვენი შვილის შეყვარებული ვარო,ცოტა რაღაცნაირია.

ფანჯრის ჩამოსაწევად ღილაკს ოდნავ ვახებ საჩვენებელ თითს.
შემოჭრილ სუსხიან,გაყინულ ჰაერს ხარბად ვისუნთქავ,თვალებს მაგრად ვხუჭავ და კეფით სავარძელს ვეყრდნობი.
ის ნუ ნერვიულობ,ყველაფერი რიგზეაო მეუბნება.
შავბნელ ფიქრებში ჩაფლობამდე ძვლივსშესამჩნევად ვუღიმი.

ვინტაჟურ სტილში გადაწყვეტილი,საგულდაგულოდ მორთული სახლის წინ დამუხრუჭებისთანავე ერთიორად ვფორიაქდები.
კარის წინ უკონტროლოდ ვცქმუტავ და როცა უკვე ჰოლში ვაბიჯებთ,ლამისაა გაფითრებისგან გავუფერულდე.

პირველი,ვინც დიდი ენთუზიაზმით გვეგებება,უზარმაზარი,შოკოლადისფერი ძაღლია.
ზეინი იხრება და თავზე მეგობრულად უთათუნებს ხელს.
მე,რომელიც ვეღარ ვითმენ,მუხლებზე ვდგები და ამ ვეებერთელა არსებას ერთი კაი ხნის ნაცნობივით ვეფერები.
ზეინი ღიმილით დაგვყურებს.
რინგო ჰქვია,ერთად გავიზარდეთო მეუბნება.

Orchids |Z.M|Where stories live. Discover now