I trust U

776 47 10
                                    

შებნელებულა.
ბუნდოვნად მოჩანს ალაგ-ალაგ აკიაფებული შუქები,ნისლში გახვეული ცათამბჯენებიდან.

ღამის ქალაქში სეირნობა სასიამოვნოა.
საუკეთესო საშუალებაა გაბნეულ ფიქრებზე ასადევნებლად,საკუთარი თავის საპოვნელად და ზოგადად,განსატვირთად.
თუმცა საშიშიცაა,თუ კი მარტო ხარ.

ნეტა რომელი საათია?
მასთან ერთად ისე სწრაფად გარბის დრო,თითქოს ქვიშა ცვივა ნახევრად დანგრეული კედლიდან.

და ეს მშვენიერია.

რესტორნიდან კარგი ხნის სავალზე ვართ,როდესაც ვამჩნევ,რომ გზა,რომელსაც მივუყვებით,ჩემი სახლისკენ არ მიდის.

შეიძლება საცობებია და შემოვლითი გზით მივდივართ.

საინტერესოა.

თვალებს უმწეოდ ვაცეცებ იქეთ-აქეთ.
ამ უბანში არასდროს ვყოფილვარ.
ჩავლითაც კი არ ჩამივლია.

-სად მივდივართ?-გაუბედავად ვეკითხები,რადგან არ მინდა ჩემს ხმაში არარსებული იმედი ჩანდეს.

-ცოტას გავისეირნებთ,ძვირფასო-ჰორიზონტს თვალს არ აშორებს,ისე მეუბნება.
თავს ვუქნევ.

ახლა რა ჰქვია ჩვენს ურთიერთობას?

სქაილერ გრინ,თუ არ გინდა,რომ დაბლა დაენარცხო,დიდი მოლოდინები ნუ გექნება.

ჰო,მართალია.
მაგრამ სადღაც იქ,გულის სიღრმეში ვიცი სანერვიულო არაფერია.

ზეინის თბილი ხელის შეხება ფიქრებიდან მარკვევს.
მისკენ ვიხედები.
აღსაწერად ოქსფორდის მთელი ლექსიკონიც არ მეყოფა,ამიტომ ჯობია გავჩერდე.

მოვედით ძვირაფსოო მეუბნება.
პასუხად ოდნავ ვუღიმი.

კარს აღებს.
და უცებ მინდება ამ მომენტზე მოგონებების გარდა კიდევ დამრჩეს რაღაც..

-ზეინ.

-გისმენ,ძვირფასო.

-შეიძლება..შეიძლება ფოტო გადაგიღო?

Orchids |Z.M|Where stories live. Discover now