ბოლო სიტყვა შენზეა💫

2.8K 72 2
                                    

ცხოვრებაში არაფერი მეორდებაო დარწმუნებული ვარ ყველა ჩვენგანს გაუგონია და ჩვენც ბევრჯერ გვითქვამს მსგავსი სიტყვები. არ მეორდება და ეს ხომ ისედაც ნაცნობია განა საჭიროა თავი გამოვიტენოთ ამაზე ფიქრით და ნერვიულობით? მაგრამ მოიცადეთ, დავფიქრდეთ და მივხდებით , განა არ ყოფილა ისეთი შემთხვევა როცა ყველაფერი გამეორებულა?- როცა გვიფიქრია რომ ასეთი მომენტები ჩვენმა ცხოვრებამ უკვე ასახა ...
სიყვარული რომ ერთხელ მოდის ესეც ხომ ვიცით თუმცა ამაზეც ბევრჯერ გვიდავია დარწმუნებული ვარ, ერთხელ მოდის თუ ბევრჯერ ესეც ალბად ბედის ამბავია მაგრამ ის ძლიერი და გიჟური გრძნობა რომ ნამდვილად ერთხელაა ამაშიც უნდა დამეთანხმოთ, არაა საჭირო მაინც და მაინც პირველი მოვიდეს ის გრძნობა რომელიც ცამდე აგიყვანს და მერე ფრთებმოტეხილს დაგაგდებს დედამიწაზე.... მაგრამ ის სიგიჟე ერთდერთია....
დანაშაულის გამოსწორება რომ ხანდახან გვიან არის ესეც ნათელი მაგალია ყველას ცხოვრებაში და ამაზეც ნუ ვიკამათებთ. იქნებ ჯობდეს მაშინ გამოასწორო შეცდომა როცა ამის დროა, როცა შენგან ამას ელიან, მაინც მოისროლო ის საზიზღარი სიამაყე და მაშინ თქვა რომ დააშავე, რომ წლების მერე ტვირთად არ აგეკიდოს ზურგზე როგორც ცოდვილს, რომ ცხოვრებისეულ აღმართებზე სიარული ადვილად შეძლო....
მოდით მაინც დასაწყისს დავუბრუნდები და ისევ ცხოვრების მოულოდნელობებზე გეტყვით ორ სიტყვას.. ცხოვრება რომ სულ გვათამამებს მოულოდნელობებით ხანდახან სასაცილოც კია, ხანდახან ზუსტად იქ აღმოვჩნდებით ხოლმე სადაც საჭიროა.. ხადნახან კი ასეთი ადგილიდან გაქცევას ვლამობთ...სასაცილოა და ჩვენ ყველანი ადამიანები ამ ყველაფერს ბედს მივაწერთ... იქნება შეგვწევს უნარი შევცვალოთ ჩვენი ბედი სულ ცოტა მაინც, იქნება შეგვიძლია გამოვასწოროთ დაშვებული შეცდომები და თუნდაც ათი და ოცი წლის მერე მოვიხადოთ ბოდიში იმის გამო რაც ჩავიდინეთ... თუნდაც ერთხელ მაინც ვაღიაროთ რომ დავაშავეთ ...

ბოლო სიტყვა შენზეაWhere stories live. Discover now