მოულოდნელი სევდა💫

485 31 1
                                    

ის ღამე ორივემ თეთრად გავათენეთ, ორივეს ერთი ტკივილი გვჭირდა, ორივეს ერთი განცდა და ემოცია გვიღრღნიდა სულს, მაგრამ რატო ვერც ერთი ვერ ვდგავდით ამ ნაბჯს? არა უფრო სწორად სიმართლე უნდა მეღიარებინა მე ვერ ვდგავდი ამ ნაბიჯს მეშინოდა მიდი, მასთან ურთიერთობის, ყველაფრის მეშინოდა, აქამდე ასე ძალიან ხომ არავინ მყვარებია, ნუთუ ახლა სიყვარულის დრო იყო? ახლა ყველაზე რთული პერიოდი მქონდა.. ახლა მამაჩემისათვის უნდა დამემტკიცებინა რომ მეც ადამიანი ვიყავი რომ მეც შემეძლო ყველაფრისთვის მიმეღწია მისი სახელის გარეშე..
დილით უთენია დამადგა იკა თავზე.. მისმა მზერამ გამომაღვიძა და გამოუძინარმა ცალი თვალი გავახილე..
- რა გინდა ძმაო, რას გადამეკიდე, ჩემსმეტი საქმე არა გაქვს??
- მიდი რა.. ჯერ მამაშენმა გამომლანძღა ახლა შენ.. ცუდად ვარ ადე რა..
- რა გინდა ადამიანი მძინავს.. რა გჭირს?
- შეყვარებული ვარ.. არ ვიცი როგორ მოვიქცე. ისეთი სხით მითხრა სიცილი ვერ შევიკავე და საწოლში წამოვჯექი...
- გაუბერე??? რა დროს სიყვრულია ტო..
- ხო? შენ თუ იწვები ნიას სიყვარულით მე რა..
- ჰა? და საიდან მოიტანე რომ ნიას სიყვარულით მიწვები იკუშ??- მაშინვე წამესვა გული სიმართლის გაგებაზე...
- იქიდან რომ შეიძლება სხვებს ატყუებ მაგრამ მე ვერ მომატყუებ ძმაო. დაბადებიდან გიცნობ..
- შენ მემგონი კიდე მთვრალი ხარ ძმაო, ნიაზე საერთოდ არ ვფიქრობ, რას ბოდავ თუ ძმა ხარ, წადი პირი დაიბანე და მერე ჩაიცვი ჩემი რაიმე, სად ეგდე მთელი ღამე ?? როგორც გეტყობა კარგად ვერ გაერთე არა??
- დამცინი კიდეც არა?? დასაცინად არ მაქვს ძაო ძმაო გეგუშ კაი რა, მართლა შეყვარებული ვარ. ცუდად ვარ ისე მიყვარს...
- ვინ გიყვარს ვინ??? ვინაა ის ბედნიერი შენ რომ ასე ძალიან შეგიყვარდა ჰა?
- ლიკა..
- ვინ ლიკა ბიჭო შენ ხო არ გა***დი, ნიას დაქალი?? რა გაკავშირებს მაგ გოგოსთან საერთოდ ჰა??
- მიყვარს ტოოო, ლიკასაც ვუყვარვარ მაგრამ ნიას შიშით ვერ ამბობს, დამეხმარე რა. აუხსენი შენს გველს რომ შეგვეშვას.
- მე ავუხსნა? მე რა შუაშ ვარ , მიდი და აუხსენი, გგონია ნიას ნერვები მაქვს?
- გაქვს, ნიას უყვარხარ ვერ ხვდები?? მაგ გოგოს სიგიჟემდე უყვარხარ , შენ კიდე ყეყეჩივით იქცევი, ხელს ნუ კრავ, კარგი გოგოა, საბოლოოდ ნუ გააბოროტებ რა ..
- ლექციების კითხვას მორჩი და წადი ვანაში, ავდგები მეც მანამდე, კარგი ასეთი თვალებით ნუ მიყურებ გეგონება შეგაცდინე რა. დავურეკავ კარგი...

ბოლო სიტყვა შენზეაWhere stories live. Discover now