თუნდაც ერთი რამ საერთო💫

556 36 3
                                    

- დილა მშვიდობისა ბატონო გეგა , მე თაია ვარ , გახსოვართ??
- თაია. რამ გაგახსენა ასე ადრიანად ჩემი თავი??
- თქვენი წიგნი დავიწყების საშუალებას არ მაძლევს.. გახსოვთ? მაშინ მითხარით რომ ჩემი აზრი ძალიან საინტერესო იქნებოდა თქვენთვის... შეიძლება რომ გნახოთ სადმე??
- კარგი, რადგან ასე გინდა, შეიძლება.ოღონდ ჩემთან მოგიწევს სახლშ მოსვლა თავს ცოტა შეუძლოდ ვგრძნობ და მირჩევნია სახში გიმასპინძლო...
- კარგით მოვალ..
ტაქსი მითითებულ მისამართზე გავაჩერე.. ჩემს წინ შავი ჭიშკრით და უზარმაზარი გალავნით დაფარული სახლი იდგა.. მაღალი გალავნიდან მხოლოდ ბოლო სართული მოჩანდა.. კარი გეგმ გამიღო და ეზოში შემიპატიჯა... ეზო კი არა ნამდვილი სამოთხე იყო, ედემი, სადაც შეგეძლო მართლა დაგეკარგა თავი.. ცოტა არ იყოს დაშემეშინდა კიდეც მასთან მარტო დარჩენის... თავის თავს ისე ცუდად ახასიათებდა წიგნში რომ ტანში ჟრუანტელმა დამიარა...
- მოდი, შემოდი და დაჯექი..სიმართლე გითხრა ძალიან დამაინტერსა შენმა აზრმა, ისე შებოჭილი ზიხარ, მე მგონი ნერვიულობ და გეშინია კიდეც ჩემი ასეა?- მაშინვე მიმიხვდა... ნუ გეშინია კარგი? სხვათაშორის ნურც ასეთი თვალებით მიყურებ, რომ მეყოჩაღა ახლა შენხელა შვილი კი უნდა მყავდეს...
- ძალიან საყვარელი ხართ- გაუბედავად ვუთხარი და ჩემს წინ დადებული ფორთოხლის წვენი მოვსვი.. ბატონო გეგა, არ ვიცი რატომ მაგრამ ასე მგონია რომ მე და თქვენ წინა ცხოვრებაში მაინც ვიცნობდით ერთმანეთს.. ნუ დამცინით მართლა ასე მგონია..
- ოხ თაია, ოხ რა ბავშვი ხარ.. მითხარი რატომ გინდოდა ჩემი ნახვა.. ვიცი გინდა გული გადამიშალო და შენს ტკივილზე მომიყვე ხო ასეა?
- რა იცით?
- ვიგრძენი , პატარავ.. ძალიან ლამაზი ხარ, მართლა , ძალიან ლამაზი თვალები გაქვს, არ მინდა ვინმემ გული გატკინოს ისე როგორც მე ვატკინე გული ნიას, არ ენდო არავის თაია დამიჯერე ამას როგორც უფროსი მეგობარი ისე გეუბნები...
- ნეტა თქვენნაირი მამა მყავდეს, მაშინ ასე დამარიგებდა ყოველ საღამოს. „ თაია ბიჭებს არ ენდო“ - მაგრამ მე რომ ვენდე უკვე ერთ ბიჭს?
- რას ნიშნავს ეს?
- იმას არა რაც თქვენ იფიქრეთ.. მიყვარს, ვუყვარვარ.. ალბად ოჯახსაც შევქმნით მალე..ვიცი, დედაჩემივით მიყურებთ ახლა და მეტყვით რა დროს ოჯახია ჯერ 18 წლის ხარო, მაგრამ რა ვქნა.. მე არ მეშინია სიძნელეების...
- კარგი გოგო ხარ, ჭკვიანი და გაბედული. აი მე შემეშინდა იცი? შემეშინდა და წავიდა.. თუმცა ისიც არ ვიცი ზუსტად რატომ წავიდა, შუა გზაზე რატომ მიმატოვა, იქნებ მას შეეშინდა ამაზე არ მიფიქრია თაია...
- ბატონო გეგა, მითხარით რა ნია როგორი იყო??
- ჩემი ტკივილების გახსენებას ცდილობ? რად გინდა იცოდე როგორი ნია. მე მასზე დავწერე წიგნში..
- არა არ დაწერეთ ასე მგონია იმ წიგნში თქვენ ბოლომდე არ გაიხსენით, ზოგიერთი მომეტი ისე ზერელედ გაქვთ აღწერილი, თუმცა მე ვიცი რომ ნია თავიდანვე შეგიყვარდათ ხო ასეა??
- აი ეს საიდანღა მოიფიქრე შვილო?
- შვილო? ასე არავის მოუმართვს ჩემთვის... თვალები ცრემლით ამევსო , ჩემს წინ დამუხლა და გულში ჩამიკრა.
- ცხოვრებაში ბევრი შეცდომა დავუშვი თაია, თუკი შემიძლია მინდა დაგეხმარო, შენთვის ყველაფერი ვიქნები. იქნებ ასე მაინც გამოვისყიდო ჩემი ცოდვები... ვიქნები მამაც, მეგობარიც, დედაც . ხო ნუ იცინი მართლა შემიძლია ყველაფერი ვიყო...
- მაშინ მითხარით როგორი იყო ნია?
- ჯერ შენ მითხარი ეს ლამაზი თვალები ვისგან გერგო...
- მამასგან, დედა ასე ამბობს და.. არ ვიცი ის საერთოდ არ ლაპარაკობს მამაზე, არ უნდა მასზე რამე ვიცოდე, არ უნდა რომ მოვძებნო და მასთან ურთიერთობა მქონდეს...
- დედა ცდება, ესე იგი ცდება... უთხარი რომ მამა გჭირდება...
- ახლა მითხარით რა ნიაზე... როგორ გამოუტყდით სიყვარულში...ვიცი ამას წავიკითხავ მაგრამ მინდა ეს სიტყვები მთელი გრძნობით თქვენგან გავიგო..
- გეტყვი თაია.. გეტყვი, გვერდით მომიჯდა, ჩემი ხელი ხელებში მოიქცია და თვალებში ჩამხედა.. „ ახლა ვერ გაგიშვებ, ახლა ვერ მოგცემ წასვლის უფლებას, ახლა როცა ასე ახლოს ხარ ჩემთან, ახლა როცა მე თავს ასე ძლიერად და დაცულად ვგრძნობ. ახლა ჩემად მინდა გიგულო, შენი ლურჯი თვალები შენი შავი თმები ხარბად მინდა ვყნოსო, მაშინ როცა პირველად დაგინახე მაშინვე შემიყვარდი, მერე გული გატკინე, მერე უამრავი ცუდი რამ მოხდა ჩვენს შორის და მე უფრო და უფრო მიყვარდებოდი... ახლა უნდა გითხრა როგორ მიყვარხარ ნიაკო..შენ ერთადერთი ხარ ჩემთვის, არავითარი, ტატა, არავითარი ლიკა არ არსებობს ჩემთვის, არც არსებობსა, მხოლოდ შენ იყავი, მერეც შენ იქნები.. ასე მგონია რომ სამყაროს შექმნამდეც მიყვარდი, უფალმა ჩემთვის გაგაჩინა.. მიყვარხარ, გთხოვ არ გამიშვა ხელი.. იცოდე ახლა თუ წახვალ , ახლა თუ დამკარგავ მე აღარასოდეს მოვბრუნდები შენსკენ ნია. იცოდე რომ ბოლო სიტყვა შენზეა“.
- და რა გითხრათ??
- ეხლა უკვე ნამეტანი მოგდის პატარა ქალბატონო.. ეს უნდა წაიკითხო... წაიკითხო და მიხვდე მე რას ვგრძნობდი იმ წუთში რატომ მტკოდა ასე ძალიან...
- აღარ მოძებნეთ? წავიდა და ასე მარტივად გაუშვით?? თქვენ ხომ ის ძალიან გიყვარდათ, მასაც უყვარდით ეს ტავშივე ჩანს რა ძლიერი გრძობა ქონდა ტქვენს მიმართ...
- ვეძებე თაია, დიდი ხანი ვეძებე მის კვალს ვერ მივაგენი. ასე მეგონა ცამ ან დედამიწამ ჩაყლაპა ქალი სახელად ნია ავაზაშვილი...
- როცა წიგნში პირველად ნიას აღწერა წავიკიტხე ასე მეგონა დედაჩემზე საუბრობდით, გამხდარი, ლურჯი თვალებით და შავი თმებით, ჩემი დედიკოც ასეთია, თანაც ჯიუტი და თავნება...
- ოხ, თაია, დარწმუნებული ვარ დედაშენი კარგი ქალია მაგრამ ნია სულ სხვა იყო, რა ქვია დედაშენს? იქნებ ვიცნობდე.
- სხვათაშორის თქვენხელაა. ნუცა პეტრიაშვილი.. და იურიდიულზე სწავლობდა..
- ასეთი არავინ მახსოვს.. დარწმუნებული ხარ თაია?
- დიახ, დარწმუნებული ვარ. დედას საადვოკატო ფირმა აქვს და სხვათაშორის საკმაოდ ცნობილიც...
- ახ, ნუცა პეტრიაშვილი გამიგონია მართალი ხარ..თუმცარა არ ვიცი ვინაა..ახლა შენი წასვლის დროა მგონი, ისედაც დიდი ხანი იყავი აქ, ლექციების გააცდინე... როცა წიგნს ბოლომდე წაიკითხავ მერე დამირეკე.. მერე განვიხილოთ ერთად.. და კიდევ ერთი გამცანი ის ბიჭი რომელიც ასე ძალიან გიყვარს...

ბოლო სიტყვა შენზეაWhere stories live. Discover now