მე შენ მიყვარხარ💫

513 32 2
                                    

გაცოფებული ვიჯექი ბარში , თავზე იკა გაოცებული დამყურებდა, დანა პირს არ მიხსნიდა, როგორ არ მინდოდა მეტქვა რომ მამაჩემს ის ქალი შეეძო ცოლად მოეყვანა, რადგან ერთხელ ამან გაუელვა თავში ვიცდი ამას უეჭველად გააკეთებდა, მხოლოდ იმიტომ მაინც რომ მე გავემწარებინე...
- ჰა აღარ იტყვი რა მოხდა? თუ გეხვეწო ეხლა?- გაბრაზებულმა მითხრა იკამ და სკამიდან წამოდგა..
- მამაჩემს ნიას დედა უყვარს თურმე, დღეს ახალი ნათესავები სავახშმოდ მოათრია, ამ ქალს ვერ ვიტან და ეს გოგო უარესად მძულს, მეზიზღება, ცხოვრებას მინგრევს იკა..
- მოიცა ეს როგორ... ასეც ვიცოდი რა.. ვიცოდი რომ ეგ ორი ერთნაირი იყო..
- კარგი რააა. შენ ნუღარ დამიმატებ ისედაც სადაცააა დავახრჩო ასეთი მიამიტური მზერის გამო...
- დამშვიდდი, რას აპირებ?
- რას უნდა ვაპირებდე, რადაც არ უნდა დამიჯდეს , ეს ქორწინება უნდა ჩავშალო... სიტყვა ვერ დავამტავრე რომ ნიამ დამირეკა..
- გისმენ დაიკო,- სიცილით ვუტხარი და დაველოდე მისი ნაზი ხმის გაგონებას...
- ოჰოოო, რა პატივია გეგა, ძამიკო საყვარელო, აბა როგორ მოგეწონა ჩვენი დანატესავების ამბავი? ესეიგი მე და შენ ერთ სახლში ვიცხოვრებთ არა? გენიალური აზრია. გადასარევი, ბედნიერებისაგან შემიძლია ვიფრინო...
- ენას ამოგაგლიჯავ გაიგე??
- შენი არ მეშინია,, ახლა მამაშენიც ჩემს მხარეზეა, ასე რომ ძალიან მალე ერთ სახლში ვიქნებით ჩვენ ოთხივე ბედნიერები, დღეიდან შენს ახალ დაიკოს პატივისცემით მოექეცი თორემ ძვირად დაგიჯდება... მობილური იატკზე დავხეთქე და ყველამ მე შემომხედა...
- რა მოხდა გეგა?
- მეტი რაღა უნდა მოხდეს, ბედნიერებისაგან აღარ იცის რა ილაპარაკოს, გველი ..- გამწარებულმა გამოვცარი კბილებში და მუშტი მთელი ძალით დავცხე მაგიდას...

**
ჯერ კიდევ ნახევრად მეძინა უნივერსიტეტში რო მივედი. პირდაპირ ცარიელ აუდიტორიაში შევედი , ფანჯარა გამოვაღე, თავი მერხზე დავდე და ჰაერს ხარბად დავუწყე სუნთქვა..ჩემს თავში, ჩემს გრძნობებში მე თვითონ ვერ ვერკვეოდი.. არ ვიცოდი რა მინდოდა, ვისთან მინდოდა...საერთოდაც რას ვერჩოდი გოგოს რომელსაც მე დავუნგრიე ცხოვრება, ნერვები მხოლოდ ჩემს თავზე მეშლებოდა, თავისით ჩამომიგორდა ცრემლი და ცხვირის წვერზე დაეკიდა, მისი თითების შეხება ვიგრძენი თმაზე და სწრაფდ გავიიე..
- დამშვიდდი არ შეგჭამ- სევდიანმა მითხრა და გვერდით მომიჯდა.. მისმინე, გუშინ ზედმეტი მომივიდა, მაპატიე კარგი? არ ვცი ასე რატომ განიცდი და ასე რატომ გტკივა, მაგრამ ერთი იცოდე გეგა, ზიანის მოყენების უფლება მხოლოდ მე მაქვს, მხოლოდ მე შემიძლია მოგკლა აი ახლავე თუ სურვილი გამიჩნდება მაგრამ სხვას არ მივცემ უფლებას გავნოს, თუნდაც ეს დედაჩემი იყოს..
- ამით რისი თქმა გინდა ვერ გავიგე ნია. ძალიან გთხოვ წადი... არ მინდა ზედმეტი პრობლემები, ჩათვალე რომ ის ომი რომელიც დავიყეტ შენ მოიგე...
- არაა , გაიგე??? მე ასეთი გეგა არ მიყვარს... არ მიყვარს გეგა რომელიც ცხოვრებას ემორჩილება...
- არ გიყვარს? აბა როგორი გეგა გიყვარს ნია??
- საერთოდ ეს ისე სიტყვის მასალად ვთქვი მაგრამ მისმინე, შენთან თუ არ ვიკამატებ ასე უაზრო იქნება ცხოვრება.. არ იყო ასე გთხოვ.. დაგეხმარები...
- ოხ ნია. როგორ შეგიძია რომ ჩეს ნერვებზე ითამაშ, ახლა ისეთ ხასიათზე ვარ შემიძია მოგკლა... მაგრამ არ მცალია. მელოდებიან...
- ვინ გელოდება? ის ქერა გოგო?
- ხო ის ქერა გოგო. რა ეჭვიანობ საყვარელო დაიკო???
- ცდები, რა მაქვს საეჭვიანო, ჩემი შეყვარებულიც მალე მოვა, შენნაირ უსაქმურთან დროს ხო არ დავკარგავ ..
- აღიარე რომ ეჭვიანობ.... ტუჩები სახესთან მივუტანე, უკან იხევდა მანამდე სანამ კედელზე არ მივაყუდე, ვიცი რომ ჩემი სურვილით კვდები, ვიცი ისევ გინდა შეგეხო და გაკოცო. ჩემი სუნამოს სურნელიც კი გაგიჟებს , ჩემი სიახლოვეც კი ყველაფერს ცვლის შენთვის.... ცხვირი ლოყაზე გავუსვი და ვიგირძენი როგორ აუჩქარდა გულის ძგერა..
- ცდები, ასე არაა. იცი რა, თუ ოდესმე გულს მატკენ გულს ამოვიგლეჯავ და მაინც ბედნიერი ვიქნები, თუ სულს მატკენ , არაფრად მივიჩვენ, მაინც გავაგრძელებ ცხოვრებას აი სხეულს კი ვერასოდეს ვერაფერს ავნებ...
- ასე იცი როგორი ქალები ლაპარაკობენ? ისინი მათ ვისაც უკვე ატკინეს გული და სულიც ანგელოზო.... ჩემო ლამაზო დაიკო.... მკლავზე დავუსვი ხელი შუბლით შუბლს მივეყრდენი, ვგრძნობდი როგორ მიზიდავდა ეს გოგო.. თანდათან სუნთქვა მიხშირდებოდა, ცოტაც და თავს ვეღარ მოვერეოდი.. ოსავ შევახე ტუჩები მის ატრთოლებულ ტუჩებს რომ მოულოდნელად აუდიტორიაში ვიღაცა შემოვარდა და მაშინვე განზე გავხტი...
მაშინვე ავარიდეთ მზერა ერთმანეთს და ფანჯრისკენ წავედი, მთელი სხეული მიხურნა, ნერვიულობისაგ პირი მიშრებოდა.. სირბილით წამოვიდა ჩვენსკენ შორენა ზურგიდან მომეხვია..
- გეგა, რატომ არ ჩამოხვედი? გელოდებოდი...
- მაპატიე, დამავიწყდა შორე. რაც შემეძლო ალერსით ვუთხარი და ნიას გავხედე, თვალებიდან ცრემლები გადმოსცვივდა და აუდიტორიიდან გაიქცა,,, მინდოდა გავკიდებოდი და მეტქვა როგორ მიყვარდა მაგრამ არ შემეძლო..მინდოდა მეტქვა რომ მისი სურვილით ვკვდებოდი და ძალა არ მეყო... სხვა გზა არ მქონდა, მთელი დრე შორენასთან ერთად გავატარე ფიქრებით კი ნიასთან ვიყავი.. ბარის კართან იკა შევნიშნე და მისკენ წავედი, როგორმე თავი უნდა დამეძვრინა ამ გოგოსგან თორემ სულს ამომხდიდა ვიცოდი...
- ვაა, გეგა აქ ხარ? რა გჭირს ტო. რა სახე გაქ რა.. წამო გავიდეთ სალაპარაკო მაქვს..ნახევრად განატებულ ქუჩას გავუყევით ორივე ვდუმდით, ვიცოდი რაც უნდა ეტქვა იკას და ვიცოდი რომ პასუხს თავს ვერ ავარიდებდი... ამიტომ დავასწარი და სსუბარი მე დავიწყე.
- ვიცი რაც გაინტერესებს და რაც გინდა მკითხო. მიყვარს, იკა რა უნდა გავაკეთო, მითხარი მირჩიე.. მიყვარს ნია, მის გარეშე ადამიანს აღარ ვგავარ მაგრამ რა ვქნა მამაჩემს რა ვუყო? თუ დამასწრებს და ინგას ცოლად მოიყვანს მაშინ ნიასთან მისასვლელი ყველა გზ ჩამეკეტება,,, თუ დავასწრებ და ნიას მე მოვიყვან ცოლად მამაჩემი ცოცხლად დამმარხარვს...
- უნდა გაიქცეთ., ეს ყველაზე კარგი გამოსავალია..
- გავიქცეთ? მერე სად წავიდეთ? რა გავაკეთო იკა? არა არ ვიცი, უფრო სწორად ვეღარ ვაზროვნებ,, ვირაც ბიჭთან ერთად წავიდა დღეს, ეჭვიანობით მოვკვდი კინაღამ..
- უთხარი რომ გიყვარს?
- არა, დრეს მინდოდა მეტქვა მაგრამ ვერ გავბედე,..
- იცოდე უთხარი სანამ გვიანი არაა... სიჩუმემ უარესად დამადარდიანა, იკას გავხედე და გამეღიმა..
- ხედავ რა დღეში ვარ? მე გეგა . ამ დღეში გინახივარ??? კაი იკუშ წავედი მე, მიდი დაბრუნდი შენ ლიკა შიგნითაა შენს საქმეს მიხედე ძმაო...
- კაი , იცოდე ხვალ ყველაფერი უნდა მოაგვარო თორემ მერე დაგაგვიანდება.- ქუჩაზე გადავდიოდი და იკა ბოლო ხმაზე ყვიროდა რომ მოულოდნელად გამოვარდა მანქანა , ფეხის მოსიარულეთა ბილიკზე ამოვარდა და მთელი ძალით დამეჯახა, მერე ბუნდოვნად მახსოვს იკას ყვირილი, სასწრაფოს სირენების ხმა და თეთრად განათებული პალატები...

ბოლო სიტყვა შენზეაWhere stories live. Discover now