ცხოვრებაში ყველაფერი ხდება💫

480 33 0
                                    

უკვე ღამის ორი საათი ხდებოდა ზარის ღილაკს რომ მივაჭირე თითი და მანამდე არ ავუშვი სანამ არ გამიღო. გაოცებული მიყურებდა, ხმას ვერ იღებდა რა უნდა ეკითხა... ორი ნაბიჯი გადავდგი მისკენ და მის მკლავებსი გულწასული ჩავესვენე.. თვალები რომ გავახილე მის საწოლში ვიწექი და გვედით მეჯდა, ჩემი ხელი ხელებში მოექცია და ნერვიულად სუნთქავდა..
- როგორ შემაშინე- ბოლოს ძლივს ამოღერღა და შუბლზე მაკოცა..
- მაპატიეთ.. სლუკუნით ვუთხარი და ტირილს ვუმატე..
- თაი რა მოხდა, ასეთ დროს რას აკეთებ აქ? რას იფიქრებ ხალხი ? ღამის ორ საათზე მოდიხარ ჩემთან, მე ხომ შენთვის არც ისე ნაცნობი ადამიანი ვარ, იქნებ ის გეგა და მე არ განსხვადება არაფრით რომელიც წიგნშია.
- შეიძლება მაგრამ იმ გეგას და თქვენც სიყვარული შეგიძლიათ..
- რა მოხდა ჩემო ლამაზო აბა მომიყევი...
- სახლიდან გამოვიქეცი.. დედაჩემმა ვიღაცა კაცი მოათრია, არ შემიძლია იმის ყურება როგორ ეხუტებიან და კოცნიან ერთმანეთს.. მე ამას ვერ ავიტან, დედას გვერდით მხოლოდ ერთი დამიანი შემიძლია ვნახო და ეს მამაჩემია..
- კი მაგრამ ჩემო ლამაზო, მამაშენი არსად ჩანს, დედაშენი ახალგაზრდა ქალია, მას სიყვარული სჭირდება, რატომ არ აძლევს საშუალებას ბედნიერი იყოს, წარმოიდგინე ახლა როგორ ნერვიულობს თაია,შენ ხომ დიდი გოგო ხარ. შენ რომ დაგაშოროს ბაჩოს დედაშენმა...
- ეს სულ სხვა რამეა , რატომ ვერ იგებთ.. მე ის ვიპოვე, მამაჩემი ვიპოვე, მე ის ვნახე.. ამდენი წელი ვეძებდი, ამდენი წელი უხმოდ მიყვარდა ვოცნებობდი რომ ერთ დღეს გულში ჩამიკრავდა და მეტყოდა, მე მოვედი შენთან, არასოდეს მიგატოვებო... არ მივცემ უფლებას სხვა კაცს დედაჩემის გვერდით იყოს.. იცით რატომ?- დედას მამა ისევ უყვარს ამდენი წლის მიუხედავად ყოველ ღამე მასზე ფიქრით იძინებს და მასზე ნამტირალევს ეღვიძება თვალებდასიებულს..სხვა კაცი არ სჭირდება, ვიცი რომ მხოლოდ მამას შეუძლია მისი გაბედნიერება..
- როგორ მიაგენი ასე უცებ? შენ მე მაგიჟებ თაიკო..
- დედამ სურათი მანახა, ერთ კაცზე მქონდა ეჭი ხოდა ვიპოვე, იცით რა არის ყველაზე მაგარი? არ იცის იმ კაცმა რომ მისი შვილი ვარ.. ვერ ვეტყვი, ვიცი მისთვის ეს რამხელა შოკი იქნება, ჯერ ერთი საქმე მაქვს მოსაგვარებელი, ჯერ უნდა გავიგო მიზეზი მათი დაშორების და მერე გავუმხელ ვინაობას...
- შენ შეგიძლია ჩემი ჭკუიდან აწევა, ახლა ტელეფონს აიღებ და დედაშენს დაურეკავ ეტყვი რომ ჩემთან ხარ და არ ინერვიულოს... კარგი? დამალაპარაკე და მე ავუხსნი ყველაფერს..
- კარგით... ღიმილით ვუთხარი და დედაჩემი ნომერი ავკრიფე..
- დედაა მე ვარ, ძივს გასაგონი ხმით ვუთხარი და ცრემლები გადმომცვივდა, არ ინერვიულო კარგად ვარ, დამშვიდდი არაფერი მჭირს, მეგობართან ვარ. შენთან დალაპარაკებ უნდა და აგიხსნის ყველაფერს.... ყურმილი გეგას მივაწოდე , ოთახიდან გავიდა და კარები მიიკეტა, არ უნდოდა გამეგო რას დაელაპარაკებოდა დედაჩემს..
- გამარჯობათ ქალბატონო ნუცა, არ მიცნობთ და ზუსტად ვიცი რომ არც მენდობით. დამიჯერეთ თქვენი შვილი სანდო ხელშია, ნამტირალევი მოვიდა ჩემთან, იცით ეს ჩემი საქმე არაა მაგრამ მაინც უნდა გიტხრათ, იძახის მამაჩემი ვიპოვე და დედას გვერდით სხვა კაცს არ ავიტანო. ეს ოჯახის პრობლემაა და იქნებ თქვენ აუხსნათ რომ ეს ბავშური ჭირვეულობა გვერძე გადადოს..
- სამწუხაროდ ჩემი შვილის სიჯიუტეს ვერაფერი შევასმინე, არ უნდა გაგება, ამოიჩემა მხოლოდ მამა უნდა იყოს ჩვენს გვერდითო.. სამწუხაროდ მე და მამამისი თვრამეტი წლის წინათ დავშორდით , ისე რომ არც იცის თაიკოს არსებობა, ხომ გესმით ეს ძალიან რთულია ჩემთვის..
- მე მესმის თუმცა თქვენს შვილს არ უნდა ამის გაგება.. მოკლედ იცოდეთ რომ ჩემთანაა სანდო ხელშია, არაფერი დაუშავდება და არ ინერვიულოთ..
ოთახშ შემოვიდა საწოლზე ჩამომიჯდა და ტელეფონი გამომიწოდა..
- დედას უთხარით თქვენი ვინაობა?
- არ უკითხავს, უნდა მეთქვა??
- არა არ უნდა გეთქვათ, ინერვიულოს, ღირსია ამდენი წელი მიმალავდა მამას არსებობას..
- თაიკო მორჩი, დდაშენი განადგურებულია, მისთვის რთულია ამისი გაგება.. წარმოიდგინე ერთ დღეს ეხლა ჩემთან ვინმე რომ მოვიდეს და მიტხრაც იცით მე თქვენი შვილი ვარ, გასაოცარი და ვერაფერს ვიტყვი,, ეს ასე ადვილი ხომ არაა, მითუმეტს მამაშენმა არ იცის შეი არსებობა, დედასაც გაუგე,,,
- ვერ გავუგებ, და რომ მოვიდეს და გითხრას თქვენი შვლი ვარო გააგდებთ?
- რა თქმა უნდა არა.. მაგრამ შენ ხომ არ იცი მამაშენი როგორ მიგიღებს, ამაზეც იფიქრე რა....
ძილი ნებისა მისურვა, ღამის სანათი ჩამირთო და ოთახიდან გავიდა, როგორც ყოველ ღამეს ახლაც მისი წიგნი ამოვაძრე ჩანთიდან და კითხვა გავაგრძელე..

ბოლო სიტყვა შენზეაМесто, где живут истории. Откройте их для себя