4💫

571 33 0
                                    

მაგრა ვიხუტებდი გულში, ნიაც მაგრად მიჭერდა ხელებს გეგონებოდათ ეგონა სადმე გავიქცეოდი.. ფეხზე ძლივს წამოვაყენე, შიშისაგან მთელი სხეული უცახცახებდა..წელზე შემოვხვიე ხელი და საპირფარეშოში შევიყვანე, ცივმა წყალმა ცოტა გონებაზე მოიყვანა. მშინვე გამოფხიზლდა, გახეთქილი ტუჩი მოვბანე და ხელსახოცი გავუწოდე, აცრემლებული თვალებით გამომართვა და ტუჩზე მიიდო..
- გტკივა? გაუბედავად ვკითხე და მზერა ავარიდე, მისი ლურჯი თვალები გონებას მიბინდავდა,,ჩემ თავს ვეკიტხებოდი ეს გოგო ასეთი ლამაზი იყო და ახლა მეჩვენება თქო..
- საკმაოდ.. როგორ მიხვდი რომ ..
- უბრალოდ მივხვდი , რა მნიშვნელობა აქვს მაგას.დამშვიდდი მადლობას არ ველოდები და არც მინდა... უბრალოდ ასე მოვიქცეოდი შენს ადგილას სხვა რომ ყოფილიყო სულ ესაა. უეცრად გამახსენდა ჩვენს შორის გაჩაღებული ომის შესახებ და გასასვლეად მოვემზადე რომ მკლავში ხელი მომკიდა და შემომატრიაა.
- და მაინც მადლობა გეგა. უარგისი და არაკაცი ხარ ვიცი მაგრამ დღეს დამეხმარე და მხოლოდ ამიტომ..
- არაჩვეულებრივი კომპლიმენტებია გესლიანო. ისე იქნებ ამის მერე ეგ ტვინი გაამოძრავო და კაბის სიგრძე დააგრძელო არააა??? ყველაფერი გიჩანს და ამიტომ მიგათრევდა..
- შენ არ გეხება ჩემი კაბის სიგრძე უზრდელო... ისეთი ზიზღით მითხრა რომ თავი ვერ მოვთოკე და ორივე ხელი ყელში წვუჭირე..
- მაგ ენას ამოგაძრობ გოგო ერთხელ, წესიერად მელაპარაკე..... მისი სუნთქვა სულს მიხუთავდა და გონებას მიბინდავდა..
- მეჩვენბა თუ მართლა ეჭვიანობ საყვარელო?
- მორჩი ტლიკინს, მეტი საქმე არა მაქვს შენზე ვიეჭვიანო, შენნაირები უამრავი ყრია...მივხვდი რომ ჩემმა სიტყვება გული უფრო მეტად ატკინა...
- მართალი ხარ, ჩემნაირები უამრავი ყრია, მერე რა გინდა ჩემს წინ რომ დგახარ, რა გინდოდა რომ მიცავდი ჰა? წადი და სხვა ჩემნაირი მონახე.. გაეთრიე აქედან მალე.- ხმამაღლა მიყვირა..
- გავალ საყვარელო აბა აქ კი არ ვიქნები, შენნაირები კი არა შენზე უკეთესები ყრია და შენ ვინ გგონია თავი რომ ასე ლაპარაკობ? ერთი ჩვეულებრივი ცხოვრებაზე გაბოროტებული გოგო ხარ...
- ეს შენ გამაბოროტე, ასეთად შენ მაქციე...
- არა შენ ასეთ იყავი და უბრალოდ მაშინ მე შეგხვდი... სულ ესაა, შეიძლება ჩემს ადგილას ნებისმიერი სხვა ყოფილიყო,
- მაგრამ შენ იყავი შენნნ, მე შენ მოგენდე ამასაც ვერ ხვდება შენი ტვინი ხო? უაზრო ხარ, ცხოვრებაში არაფერი გაგაჩნია , შენი ტკივილების მეტი, ერთი ზედმეტად გათამამებული ბიჭი ხარ და გგონია რომ ასე დაიპყრობ ცხოვრებას? არარაობა ხარ. შენ თავს მაინც შეხედე, შენი ადგილიც კი არ გაგაჩნია ამ ცხოვრებაში. - მხარი გამკრა და გავიდა..
კედელს მივეყუდე და ჩემს წინ დაკიდებულ სარკეში ჩემს გამოსახულებას დავაკვირდი, იქნება მართალიც იყო ნია. იქნება მართლა არ მქონდა ადგილი ამ ცხოვრებაში, ერთშ კი ნამდვილად სწორი იყო არარაობა ვიყავი.აქამდე ვინ კი მყოლია ისინი სულ სხვანაირები იყვნენ , ნია კი სუფთა და უმწეო იყო, მე დავუნგრიე ცხოვრება და ამისთვის დავისჯებოდი ახლა..

ბოლო სიტყვა შენზეაWhere stories live. Discover now