მოურჩენელი ჭრილობები💫

620 39 0
                                    

სასწრაფოდ დავბრუნდი თბილისში, როგორც ყოველთვის მამაჩემი სახლში არ დამხვდა, მაშინვე გეზი მისი სამსახურისაკენ ავიღე, ჰოლში მჯდარ მდივანს გავუღიმე და თვალებით მანიშნა მანაც მამაშენი შიგნით არის შედიო... კარზე ფრთხილად დავაკაკუნე და შევაღე...
- ოხ, უსაქმური მოსულა? მისმა პირველივე სიტყვებმა მომიწამლა ხასიათი..თავი დასჯილი ბავშვივით დავხარე და მის წინ მდგარ სავარძელში ჩავჯექი..
- ასე რატომ მექცევი? ხო ხედავ იმაზე ადრე ჩამოვედი ვიდრე გეგონა, მზად ვარ შენი დაკისრებული სამსახური შევასრულო მამა, ოღონდ ერთხელ მაინც დაინახე რომ მეც რაღაცას ვაკეტებ...
- ბევრს ნუ ლაპარაკობ ბიჭო, არაფერს აკეთებ, უსაქმურობის გარდა, მარტო ძმაკაცებთან თამაში და გართობა გახსოვს...
- კარგი საკმარისია მზად ვარ ყველაფერი შევასრულო-თქო... მოვედი აქ ვარ შენს წინ ვზივარ...
- კარი მორჩი წუწუნს, რა ქალიშვილი გოგოსავით წუწუნებ ჰა?? შენთვის უკვე მონახე სამსახური, ჩემს თაანაშემწედ იმუშავებ ხვალიდან...
- გინდა რომ შენი მონა ვიყო? ეს უკვე მეტისმეტია მამა.. ელვის სისწრაფით გაჩნდა მამაჩემი ჩემს წინ და პერანგის საყელოში ხელი მტაცა.. შენ რა გგონია მე პირდაპირ მივაღწიე წარმატებას?? იცი რამდენი ტკივილი ვნახე ცხოვრებაში?? ჩემი მონაც იქნები თუ დამჭირდება და უარესიც გასაგებია? ასე გასწავლი ჭკუას.. ყოველ დღე ივლი სასწავლებელში მერე იქიდან აქ მოხვალ და დარჩენილ საქმეს გააკეთებ, შენ კარგი სიტყვა ვერ გაიგე იქნებ ასე მაინც დადგე ნამდვილი კაცი....შენი ბრაძიაგა ძმაკაცი სადააა?
- ბათუმში დარჩა.. მარტო წამოვედი..
- კარგად მოქცეულხარ..გასაკვირია რომ ასე მალე მოგყინდა იქ ყოფნა, რა იყო „ნაშები ვერ აყარეთ?- ახლა ხო ასეთი ტერმინებია მოდაში...
- მამა მორჩ რა.. უბრალოდ იქ აღარ მინდოდა, თანაც რამოდენიმე დღეშ უკვე სწავლა იწყება და მინდოდა მანამდე ეს საქმე მოგვეგვარებინა მე და შენ...მთელი ძალით დამკრა მამაჩემმა ზურგზე ხელი და ასე მეგონა ყველაფერი ჩამინგრია, ჩემგან განსხვავებით კარგი ძალ-ღონის პატრონი იყო.. კარებისაკენ მიმავალს გავხედე და გულშ მაინც ჩავეღვარა სითბო.. მიუხედავად ამ ტკივილისა მაინც მიყვარდა...
- ხო მართლა კართან გაჩერდა და მოუხედავად მომაძახა, ერთი ქალი გავიცანი ამ დღეებში გაგაცნობ, როგორც ვხედავ გულში ჩამივარდა...
მინდოდა მეთქვა მისთვის წარმოუდგენელია-თქო მაგრამ სიტყვები ერთმანეთს ვერ გადავაბი, თავს უსუსურ ადამიანად ვგრძნობდი...წამომდგარი ისევ სავარძელში ჩავჯექი და დაველოდე როდის გავიდოდა მამაჩემი კაბინეტიდან..დედაჩემის მერე სხვა ქალი ჩემს სახლში ვერ წარმომედგინა ვერაფრით... ამას ფიქრებშიც კი ვერ ვუშვებდი.ვინ იყო, რა უნდოდა, რა გეგმები ქონდა ყველაფერი უნდა გამერკვია, რადაც არ უნდა დამჯდომოდა ეს ქალი მამაჩემის გვერდიდან უნდა ჩამომეშორებინდა..

ბოლო სიტყვა შენზეაTahanan ng mga kuwento. Tumuklas ngayon