ტკივილის ტკივილი 💫

492 33 1
                                    

თერთმეტი ხდებოდა გეგას შეხებამ რომ გამომაღვიძა, თავი მისკდებოდა, გულის რევის შეგრძნება მკლავდა, თვალები გავახილე თუ არა მაშინვესააბაზანოსაკენ გავიქეცი . გეგაც უკან გამომყვა..
- თაიკო, როგორ ხარ? რა გირს?
- არ ვიცი , ცუდად ვარ. დედას დაურეკეთ რა მოვიდეს- ჩემდა უნებურად ვბუტბუტებდი, თვალებში მიბლენდებოდა.. გეგამ ფეხზე წამომაყენა და ხელში ამიყვანა.. საწოლში ჩამაწვინა და თბილი ხელებით თმები გადამიწია..
- მოიცადე, სიცხე გაქვს, იწვი... თაია თვალები გაახილე რა...
- თვალებს ვერ ვახელ, გეგა, მართლა ცუდად ვარ დედას დაურეკეთ რა..
- მაცადე, მაცადე, დედაშენი რას გვიშველის, სასწრაფოს გამოვიძახებ ახლა და მერე დავურეკოთ დედას...
- ცუდად ვარ, გული მეპარება ძლივს ამოვილუღლუღე და თვალები დავხუჭე... ძალა არ მქონდა თვალების გახელის, მინდოდა მეთქვა ფანჯარა გამოაღეთ თქო მაგრამ საუბრის თავიც კი არ მქონდა..
ექიმების საუბარმა გონებაზე მომიყვანა.. ჯერ კიდევ გულის რევას და თავბრუს ხვევას ვგრძნობდი..
- გახსოვთ თქვენი სახელი?- თბილი ხმით მკითხა ექიმმა და სახეზე მომეფერა..
- თაია . თაია პეტრიაშვილი... ბატონო გეგა დედას დაურეკეთ, არაა საჭირო, აღარ აწვალოთ შეეშინდება
- დედაშენი უკვე მოდის თაია, ძალიან შემაშინე რომ არ დამერეკა არ შემეძლო..
- დედა მოდის??- გიჟივით წამოვჯექი საწოლში. უნდა ავდგე ბატონო გეგა რაღაც უნდა გითხრათ, გამიშვით რა... გმწარებული ვეჩხუბებოდი ექიმს და ხელებს გიჟივით ვიქნებვდი...
- დამშვიდდი თაია. კარგით შეეშვით, მე მივხედავ. გეგა გვედით მომიჯდა და გულშ ჩამიკრა. დაწყნარდი, ყველაფერი კარგადაა ასე რამ გადაგრია შვილო...
რამხელა სითბო იდო ამ ერთ სიტყვაში, ვერავინ გრძნობდა გეგაც კი, რა იცოდა რომ საკუთარ შვილს ეფერებოდა, რა იცოდა რომ ახლა წუთი-წუთზე ოთახის კარებს შემოარებდა ქალი რომელსაც ეძებდა... არა ეს დაუშვებელი იყო, ასე არ უნდა მომხდარიყ, ჯერ არ იყო მთი შეხვედრის დრო, ჯერ ეს არ შედიოდა ჩემს გეგმებში...ის იყო თვალბი დავხუჭე და კინაღამ ძილმა წამიღო რომ მოახლემ ფრთხილად მოაკაკუნა კარზე..
- ბატონო გეგა , თაიას დედა მოვიდა, აქ შემოვუშვა??
- რა თქმა უნდა შემოუშვი.. წავალ პერანგს ჩავიცვავ თორემ სირცხვილია.. გეგა ოთახიდან გავიდა თუ არა საბანი თავზე წავიხურე და ტირიი დავიწყე.. დედაჩემის ფეხსაცმლის კაკუნზე გულის ძგერა თანდათან ამიჩქარდა.. სუნთქვა მიჭირდა, საბნის გვეშ გავიტრუნე და ხელები სახეზე ავიფარე.. ვიგრძენი როგორ ჩამომიჯდა დედაჩემი საწოლზე და საბანი ნელ-ნელა გადამიწია..
- ჩემი ლამაზი გოგო, რა დაგემართა დედას ანგელოზო? მითხარი რა გჭირს, ასე რატომ განიცდი ამ ყველაფერს თაიკო?- გულში ჩამიკრა და თავზე მაკოცა... დედას გაუგე, თაია განა რთულია რომ დედაც ბედნიერი იყოს..?
- იყავი ოღონდ მამასთან..
- მამა არ გვყავს გაიგე არ გვყავს!!!!- ისტერიულად მიყვირა და საწოლიდან წამოდგა, ცრემლებმა თავისით მონახეს გზა, ხელის გულებით იწმენდდა ცრემლებს და აშრიალებულ ხეებს მზერას არ აშორებდა..
- გვეყოლება გაიგე? გვეყოლება შენ თუ მოინდომებ, მაგრამ შენ არ გინდა რომ მამამ გვიპოვის არ გინდა რომ ბედნიერი ვიყო... არ მაძლებ უფლებას რომ მამის სითბო მქონდეს..
- რატომ მინგრევ ცხოვრებას , მითხარი, ახლა ვუთხრა მამაშენს რომ თვრამეტი წლის შვილი ყავს? რა პასუხი გავცე ამიხსენი თაია, მოიცადე, განა გუშინ შენ არ მიტხარი რომ მამა იპოვე? სად იპოვე როგორ მოახერხე? თავში ყველაფერი ამერია, ამიხსენი ასე რატომ იქცეი, ასეთი ვის გავხარ ნეტავ, ასეთი ჯიუტი მეც კი არ ვყოფილვარ...
- ხო მე ის ვიპოვე, მაგრამ არ იცის რომ მამაჩემია, მისმინე, წავიდეთ აქედან და გზაში ყველაფერს მოგიყვები დედა.შეცდომა დავუშვი, კარგი? გთხოვ წავიდეთ. საწოლიდან წამოვიბამბღვლე და ზურგიდან მოვეხვიე.. ის საუკეთესოა ის ისთი თბილია, ისეთი მოსიყვარულე. დე მე ის მიყვარს, იცი თვალებში ვუყურებ და მინდა ვუტხრა რომ მამაჩემია მაგრამ როგორ, არ ვიცი მეშინია რომ ვერ მიმიღებს..
- ვაიმე, ახლა გული გამისკდება , ახლა ნამდილად გამისკდება გული, ასე ამ ორმოც წელში არაფერი მინერვიულა თაია რასაც ეხლა შენ მიკეტებ, ესეიგი რა გამოდის, მამაშენი დიდი ხანია იპოვე? მასთან ურთიერთობა გაქვს? ამიხსენი თაია ამიხსენი-თქო....
- დედა, ის მამაჩემია, მიყვარს , თვრამეტი წელი ვოცნებობდი რომ მამა მყოლოდა...
- მითხარი როგორია? ისევ ისეთია? მითხარი მისი თვალები მისი სახე ტუჩები ისევ ისეთია??
- ის საუკეთესოა დე, როცა ვნახე მივხვდი რომ მისი ნაწილი ვიყავი. მისი გულის ძგერა ისე გავდა ჩემსას, ჩვენი თვალებიც კი ერთი ფერის იყო..საწოლისაკენ შევრტიალდი წყლის სავსე ჭიქის ასაღებად, კარებს მიყუდებუი იდგა გეგა და მიყურებდა,, ჩუმად გავხედე დედას, ფანჯარაში იყურებოდა ჯიქურ და ტიროდა, ისე როგორც ადრე ბავშობაში უტირია ან არ უტირია, მაგრამ ახლა მთელი გულით ტიროდა, ახლა ყველაფერი სტკიოდა... მე და ის მამაჩემი ვგავართ დე. ხმამღლა ვთქვი და ცრემლები გადმომცვივდა, ის ისეთი თბილია, მოსიყვარულე, ერთგული, და იცი მეამაყება რომ მამაჩემია , მას კიდევ უყვარს ერთი გოგო, ერთი ლურჯთვალა, შავთმიანი გოგო, ოღონდ სხვა სახელით დედა,, სხვა გვარით . მას უყვარს ნია ავაზაშივილი,ოცნებობს მასთან შეხვედრაზე, მას ეძებდა თვრამეტი წელიწადი და იპოვა..
- იპოვა?
- იპოვა დე.. რატომ არასიოდეს გითქვამს რომ ნუცა არ ხარ, ამიხსენი დედა ამას რატომ მიმალავდი... მას ხომ უყვარდი, უყვარხარ და არ დავიწყებიხარ, რატომ მიატოვე, რატომ წახვედი მისგან? ხელი რატომ კარი? რტომ არ უთხარი რომ შვილი ყავდა???? რატომ დედა რატომ? რატომ???
გაოგნებული შემოტრიალდა დედაჩემი ჩემსკენ და მომღიმარმა მოავლო სივრცს თვალი, მოულოდნელად გადაეყარა მის თვალებს..თვალებს რომელიც ასე ძალიან უყვარდა, თვალებს რომელთან შევხედრაზეც ამდენი წელი ოცნებობდა, ტირილს უმატა.. ალბად დიდი პოეტი რომ ვყოფილიყავი ამ ამ სცენას ლამაზი სიტყვებით ავღწერდი მაგრამ სიტყვები არაფერი იყო მათ თვალების ქცევასთან მიმართებაში.. ორი მოსიყვრულზე ადამიანი იდგა ერთმანეთის წინ და ხმას ვერც ერთი ვერ იღებდა, მხოლოდ თვალებით ჭამდნენ ერთმანეთს როგორც მაშინ, მხოლოდ თვალები ამბობდნენ როგორ ხარ, როგორ შეცვლილხარ , და როგორ მომნატრებიხარო.... გულამოსკვნილი ტიროდა გეგა, არასოდეს მინახავს კაცს ტირილი ასე შვენოდეს... თვალებდან უწყვეტად მოსდიოდა ცრემლები და ნიკაპზე მდინარეს ქმნიდა, რამოდენიმე ნაბჯი გადმოდგა და დედას წინ დაუდგა... მისი ხელი გულზე მიიდო და თვალები დახუჭა...
- რო იცოდე რამდენი წელი ვოცნებობდი ამ შეხვედრაზე ნია, რამდენჯერ დავსახე გონებაში ყველა სიტყვა რასაც გეტყოდი, მაგრამ ხედავ ახლა მუნჯივით ვდგავარ შენს წინაშე, არ ვიცი რა ვთქვა , რა გავაკეთო, მხოლოდ ერთს ვგრძნობ მონატრებას, ტკივილს და სიყვარულს.... რამდენ გეძებე, რამდენი წელი დავხარჯე შენს ლოდინში და ახლა როცა ყველაფეზე ხელი ჩავიქნიე, ჩემს წინ დგახარ, ისევ ისეთი ბავშური და ლამაზი როგორც მაშინ....
- მაპატიე ყველა ტკივილი- ჩუმად ჩაიჩურჩლა დედამ და გეგას მაგრად მოეხვია..
ვიდექი და ვტიროდი მათი შემხედვარე, მყავდა მამა , მამა რომელიც ასე ძალიან მიყვარდა... მამა რომელიც ყველაზე მაგარი ადამიანი იყო მთელს ცხოვრებაში...
- რატომ გაიქეცი ნია, რატომ დამემალა, ასე რატომ გამწირე, რატომ მითხარი, თვრამეტი წელი მიმალავდი რომ შვილი მყავდა? მე ისიც კი არ ვიცოდი შენ თუ ორსულად იყავი, ასე როგორ გაგვიმეტე, ჩემზე თუ არა თაიაზე მაინც არ იფიქრე? ამდენი წელი როგორ ,,, არ ვიცი არ ვიცი რა ვიფიქრო რა გავაკეთო, რა ვთქვა.. ყველა ტკივილი გადასდის ადამიანს სიყვარულის მიერ მოყენებული ტკივილის გარდა... იმ დღეს მიმატოვე როცა ერთად უნდა გავქცეულიყავით, ეს რატომ გამიკეთე ამიხსენი, ახლა მაინცგამეცი ამაზე პასუხი...
- ახლ ამას აზრი არ აქვს, რა საჭიროა წარსულში ქექვა და წარსულის ტკივილების გახსენება.. რა საჭიროა ამიხსენი .. უარესი მოხდება, ჯობია ყველაფეი ასე იყოს. ახლა იცი რომ შვილი გყავს, არ ვიცი ამ ჯიუტმა გოგომ როგორ მოგაგნო რა გააკეთა მაგრა გიპოვა, მამაზე ოცნებობდა მთელი ლები და ახლა მამა ყავს... მე მასთან ურთიერთობას არ გიშლი... ჩანთას მოკიდა დედამ ხელი და კარებისაკენ წავიდა რომ გეგამ დაიჭირა..
- ასე ადვილად არ გაგიშვებ, ამიხსენი რატომ მექცევი ასე, მაშინ მიმატოვე, ახლაც მტოვებ, განა სულ აღარაფერი შემოგრჩა ჩემს მიმართ? ყოველ ღამე შენზეოცნებებით ვიძინებდი და ვიღვიძებდი ნია. მიყვარხარ, ძალიან მიყვარხარ, ოდნავაც არ გამნელებია შენი სიყვარული, მიუხედავად იმ დიდი ტკივილისა, ახლა მაინც არ მიმატოვო.. ახლა მაინც დარჩი ჩემთან...
- არ შემიძლია... ის გრძობა აღარ არსებობს გეგა- ტირილით ჩაილაპარაკა დედამ და ოტახიდან გავიდა...
შუბლით მიეყრდო კედელს გეგა და სიმწრისაგან შეკრული მუშტი დაარტყა კარებს... მაშინვე მისკენ გავიქეცი და მაგრად ჩავეხუტე...
- მე ვიცი რომ დედას უყვარხარ მამა გეფიცები ვიცი, ეს თვითონ მითხრა მილიონჯერ, გთხოვ მასზე არ გაბრაზდე, ეხლა ის შენზე კი არა ჩემზე ბრაზობს.. მიყვარხარ იცოდე, მე შენ არ მიგატოვებ...
- მამა?!- სასაცილოა არა? ჩემს წინ დგას ჩემი შვილი რომელიც თვრამეტი წლისა, რომელიც ასეთი ტკივილით სავსე მიყვებოდა მამამისის შესახებ და რომელმაც იცოდა რომ მე მამა ვიყავი... ჩემი ლამაზი გოგო ხარ, ჩემი პატარა თაიკო, არასოდეს გაგიშვებ ჩემგანგაიგე? მამას უყვარხარ, მამას პრინცესა ხარ. ყველაფერს წარმოვიდგენდი და შენს არსებობას ვერა.. ჩემო ლამაზო გოგო.. ნიას არარ ვუყვარვარ, ვერაფერს შევცვლით მაგრამ შენ მყავხარ, შენ გიპოვე, ეს საკმარისია რომ ბედნიერი ვიყო.. მისი სიყვარული ჩემი ტკივილია...
- მა,გთხოვ, გამიშვი , გპირდები ყველაფერს გავარკვევ, გეფიცები ყველაფერს გავაკრვევ.
- თაია, არ გინდა, ნუ კითხავ იმას რისი თქმაც არ უნდა..
- მაგრამ მეჯერ კიდევ მაქვს გასარკვევი ბევრი რამე- შენ წიგნი ბოლომდე არ წამიკითხავს, რამოდენიმე ფურცელი დარჩა კიდევ. გპირდები რომ დაგირეკავ...

ბოლო სიტყვა შენზეაWhere stories live. Discover now