ცვლილებები

334 18 10
                                    


                                      -1-

ადამიანები ჩნდებიან ერთმანეთისთვის,პოულობენ ერთმანეთს,გადააქვთ ბევრი. ანგრევენ მრავალ კედელს მათ შორის, რათა შეძლონ ერთად ყოფნა. და ეს ყველაფერი რაღათქმაუნდა სიყვარულისთვის. ყოველ დღე მადლიერები არიან იმით რომ ერთმანეთი იპოვეს.

ადამიანები ჩნდებიან ერთმანეთისთვის, პოულობენ ერთმანეთს, მაგრამ მუდამ არ უყვარდებათ.  მარტივია გათელო მრავალი კედელი მაშინ როგა გიყვარს, მაგრამ როცა სიყვარულის ნაცვლად ზიზღი ჩნდებაა? როცა ყოველ დღე თავიდან იზიზღებ სამყაროს მხოლოდ იმიტომ რომ ზუსტად ის შეგირჩიაა? ვერ ახერხებ გათელო კედელი სამაგიეროდ თავდ ითელები.
რადგან ყველაფერის მიუხედავად საბოლოოდ გაგიჟებამდე სიყვარულით მთავრდება.

---

-მამიკო უკვე არც კი ვიცი მერამდენედ გიმეორებ, არ მჭირდება ვიღაც ვინც ჩემს ოჯახს შეცვლის ან შეავსებს.

-ძვირფასო, გასაგებია, უბრალოდ ერთი რამ არის რაც შენს პატარა თავში არ შედის, მე შენგან ნებართვას არ ავიღებ.

-უფლება არ გაქვს ასე მომექცე

ბრაზს გაჭირვებით აკონტროლებს
ომეგა.მთელი ძალებით იჭერს საკუთარ თავს, რომ მშვიდად დარჩეს იმ სავარძელზე სადაც ალხაა მოთავსებული.

-უფლება მაქვს ცხოვრება გავაგრძელო!მორჩი უკან ყურებას იუნგი, გზა გრძელდება, შენ კი დგახარ და მეც უკან მიმათრევ.

-ასე მალე დაივიწყე მამაა?

-საკმარისია უკვე მინ! საკუთარ ოთახში ადი და იქიდან არ გამოხვიდე.ხვალ საღამოს თავად ამოვალ,ტანსაცმელი ჩალაგებული გექნება და უკან გამომყვები.

-მინ აია აღარ იარსებეებს?!ახლა იმ ამაზრზენი კიმების გვარი უნდა ატაროო?!

-მამაშენს რომ პატივს არ ვცემდე შენც კიმი გახდებოდი.

ცივი მზერით ავლებს თვალს,სუსტი აღნაგობის, ბრაზისგან აწითლებულ ომეგას აია და უკვე ემზადება იმისათვის, რომ მალე მის წინ მჯდომი  აფეთქებდება.

last breath Where stories live. Discover now