ცეცხლი მის თვალებში

86 14 13
                                    

       -14-

დღეები ერთმანეთის მიყოლებით სწრაფად გადის, იუნგი საავადმყოფოში დიდ დროს ატარებს. თუმცა მაშინაც როცა სახლშია ალფას იქ ვერ ხვდება. ერთადერთი რაც მისგან რჩება ღრმა დალურჯებებია ყელზე. სარკეში ხშირად აკვირდება ამას და ღიზიანდება იმის გამო, რომ ის ადამიანი ვინც ასეთ მდგომარეობაში ჩააგდო ენატრება.

დიახ ენატრება, იუნგის თეჰიონი სულის წასვლამდე ენატრება. ალფა, რომელიც მთელი გულით სძულს ან სძულდა. შესაძლოა სულ ორი ან სამი დღე გავიდა მაგრამ ომეგას ეს უსასრულოდ ეჩვენება. ამის გამო, ამ აღიარების გამო კი საკუთარ თავს თავიდან და თავიდან იზიზღებს.

საავადმყოფოდან დაბრუნებული ომეგა წყალს ივლებს, წესრიგდება და მეგობართან წასასვლელად ემზადება. იმის შემდეგ რაც თეჰიონი ასე გაუსწორდა მას, პირველად უნდა შეხვდეს. იუნგი ღელავს ამის გამო, ვერც იაზრებს რა უნდა უთხრაას? რა უთხრას როცა სამი დღეა იმ ალფის მონატრება კლავს ვინც ასეთ დღეში ჩააგდო მისი მეგობარი.

ღელავს მაგრამ იცის, რომ უნდა შეხვდეს ეს აუცილებელია და ამას იზამს კიდეც. სახლიდან გასული მანქანაში უკანა სავარძელზე თავსება და მძღოლს მისამართს კარნახობს. მთელი გზა ფიქრს ვერ წყვეტს, რას ეტყვის ჰოსოკი, ან თავად რას უპასუხებს. ძლიერი ღელვისგან დრო და დრო საკუთარ ტუჩს ექაჩება და დახშულ ფილტვებს ჰაერს გაჭირვებით აწვდის. მანქანის გაჩერებიდან რამდენიმე წუთი არ გადადის. უხმოდ ზის და სახლს გაჰყურებს რომელშიც მისთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ადამიანია. რომელთან მოსვლაც ყოველთვის ძალიან უყვარდა და ახლაა? ახლა შიგნით შესვლა აშინებს.

მძღოლის ჩახველების ხმა აფხიზლებს ომეგას, წამიერად უსწორებს ამრეზ მზერას ალფას. თითქოს ამ მზერით ცდილობს თავი არარაობად აგრძნობინოს ადამიანს და იდეალურადაც გამოსდის. ცხვირ აწეული გადადის მანქანიდან და კარს უხეშად იკეტავს ზურგს უკან. სახლს მოკლე ნაბიჯით უახლოვდება და საკუთარ თავს ყველანაირი გზებით ამხნევებს თუ რაიმე შეიძლება.

last breath Where stories live. Discover now