ეშმაკის თბილ "ბუნაგში"

73 12 7
                                    

                              -10-
ორი დღის განმავლობაში იუნგი დიდ დროს მიმღებში ატარებდა და მსუბუქად დაშავებულ პაციენტებს უწევდა დახმარებას. მათ ჭრილობებს კერავდა, ზოგზე კი ცდილობდა იმის ახსნას, რომ ესა თუ ის სიმპტომი მრავალ დაავადებას ახასიათებს და გუგლში მოძიებული ინფორმაცია არ ნიშნავს იმას, რომ რაღაც საშინელება სჭირთ. თუმცა მაინც, მათ სინჯავდა და დასამშვიდებლად ორიოდე სიტყვას ეუბნებოდა. ომეგა ოდნავ გაწბილებული იყო და ვერ იაზრებდა რატომ იდგა თვითონ მიმღებში, როცა მისი მსგავსი ინტერნები გავლენიანი ქირურგების გვერდით იდგნენ და თანაშემწეობას უწევდნენ.

ორ დღიანი მორიგეობის შემდეგ წამიერად ეჩვენება, რომ რომელიმე კედელზე აყუდებულს ჩაეძინება. მინის ნახვას რათქმაუნდა მაინც ახერხებს მაგრამ იმდენად ხშირად არა. ჯიმინი პატარა ჯეიმსზე მთლიანადაა გადართული და მეგობართან შეხვედრისას მხოლოდ პატარაზე საუბრობს.

იუნგი კი დაღვრემილი შეჰყურებს მეგობარს და სახეზე დიდი უიმედობა აწერია, რაზეც მინი ბრაზდება და საყვედურობს კიდეც.

-იუნგი, შენ რა აპირებ შენს პაციენტებს ასე შეხედო ოპერაციის წიინ?

-ასე როგოორ?

-მეც კი მიწურავ იმის იმედს, რომ ნამჯუნი მისი ყოვლის შემძლე ხელებით გადაარჩენს მას.

-ყოვლის შემძლე არა ის.

ფრუტუნებს მინი თუმცა როცა მინის დაჟინებულ მზერას გრძნობს ცხვირს ჭმუხნის და მაღალი ტონით ამოთქვამს.

-კარგი კარგი! ეჭვიც არ მეპარება რომ ის პატარა, საყვარელი ბავშვი გადარჩება! მალე უშველით მას.

-ჰო ასე უკეთესია!

-და ისე ნამჯუნზე აღარ ფიქრობ, რომ ღორია ჰოო?

-ჰიონ ცოტა ხმადაბლა...

მინი უკვე ნაცნობ მზერას შეიგრძნობს,  მშვენივრად ხვდება მისი ავტორის ვინაობას და სიამონებისგან ტაო უვლის სხეულში. თავს სწევს და შენობის მესამე სართულზე მინასთან მდგარ ალფას ამჩნევს, რომელიც, დაჟინებით შესცქერის მას, ხელები კი ზურგს უკან აქვს წაღებული.

last breath Where stories live. Discover now