ბნელი ელფერი მის თვალებზე

97 13 25
                                    

        
-ვერ ვიჯერებ, 16 წლის შეყვარებულ ალფას ვგავარ. -დაბალი ტონით ჩურჩულებს ალფა და ომეგას ყელში ცხვირს ფრთხილად ყოფს.

მინი ცას აკვირდება, საყვარელი ადამიანის სითბოს შეიგრძნობს და სიამოვნებისგან იშმუშნება.

-ვფიქრობ ეს ძალიან რომანტიულია, შეხედე რა ლამაზია ცა კიმ.

-ხატვა მიყვარს, მაგრამ მას შემდეგ, რაც შენ გამოჩნდი აღარ შემიძლია აღვიქვა სხვა სილამაზე, აღარ შემწევს უნარი ეს ყოველივე ტილოზე ან უბრალოდ ფურცელზე გადავიტანო, არაფერი სხვა, მხოლოდ ერთს ვხედავ, მხოლოდ ერთი შემიძლია ვხატო. ამაზე დიდ სილამაზეს ვეღარასოდეს ვიპოვი.

მინი ღიმილით უსმენს ამ ყოველივეს, საბოლოოდ ოდნავ ეცინება, თავს ნელა აწევინებს და ბაგეებზე პატარა კოცნას უტოვებს ალფას. -თუ ხატვა აღარ შეგიძლია შეიძლება ასე ძალიან აღარ მომეწონო.

-მაინც ვეღარსად გამექცევი. ჩემი ხარ, თუ დამჭირდა გამოგკეტავ სახლში და იქ მეყოლები სამუდამოდ.

-და შენც ჩემთან ერთად გამოიკეტებიი? თუ ასეა თანახმა ვარ, სხვა შემთხვევაში მაგაზე ფიქრსაც გიკრძალავ.

ალფას ეცინება და კვლავ ნაზად ჰკოცნის ომეგას, მის სხეულს მსუბუქად ეჭიდება მკლავებით და ტკბილი არომატით ივსებს ფილტვებს.

-შენში სამოთხე ვიპოვე.

ომეგა ნელა იწევა, ფოტო აპარატს იქვე დებს და ალფას კალთაში კომფორტულად ეწყობა. პატარა, ნაზი თითებით ეთამაშება ალფას თმის ბოლოებზე. მზე ჩადის, ამიტომ სხივებში თითქოს სხვადასხვა ფერი იწყებს ელვას. სხივები მის სახეს ეცემა, ლამაზი თვალები თითქოს ბრწყინავენ ამ შუქზე, ალფა საკუთარ ბაგეებზე გრძნობს მის ტკბილ ტუჩებს.

-რა თქმა უნდა, აქ ანგელოზი გიზის. -რბილად უღიმის ომეგა და ამჯერად თავად ყოფს ცხვირს მის ყელში.

-იქნებ ჩავიდეთ, მზეც ჩავიდა უკვე.

-ჩავიდეთ. -რბილი ხმით ჩურჩულებს ომეგა და ფეხებს ალფას სხეულზე ჰხვევს. ფართე მტევნებით ალფა ძლიერად ეჭიდება თხელ სხეულს და ფეხზე დგება, კიბებს ფრთხილად მიუყვება და საძინებელში ჩასული ომეგას მოულოდნელად ისვრის საწოლზე.

last breath Where stories live. Discover now