სასიამოვნოდ ლურჯი

79 14 33
                                    

-8-

მზადებას ომეგა სახლში მისვლის თანავე იწყებს. აბაზანაში შესულს ალფაზე ფიქრები თავს არ ანებებს, ამით შეწუხებული თავს ოდნავ აქნევს და ეცინება საკუთარ თავზე. ნამჯუნთან ურთიერთობა შეიძლება ძალიან რთული იყოს, რადგან ის მინის უფროსია. ეს კი ყველაფერს ართულებს, ეს მინის ოდნავ აღელვებს კიდეც. თუმცა შემდეგ საკუთარ თავზე ბრაზობს. რომელი ურთიერთობა, პირველად ხვდებიან ერთმანეთს. წყვეტს მსგავსზე აღარ იფიქროს და უბრალოდ დინებას მიჰყვეს, საკუთარ თავს საუკეთესო საღამოს ჰპირდება. აბაზანიდან გამოსული, ღია იისფერ პერანგს და შავ ვიწრო შარვალს არჩევს. თითქოს ეჭვი ეპარება, ცოტახანს ფიქრდება სამოსის სისწორეზე, საბოლოოდ კი სხეულზე ირგებს. მოსწონს, ვის არ მოეწონებოდა, თხელ ბარძაყებზე ლამაზად ეკვრის თხელი მატერია, პერანგის ზედა ორი შეხსნილი ღილის გამო მშვენიერი სანახაობაა გადაშლილი, ნატიფად გამოკვეთილი ლავიწები ლამაზადაა მოშიშვლებული, ქერა თმას იშრობს და სასურვებ ფორმას აძლევს. თითებით ოდნავ უკან იყრის და კმაყოფილებით აღსავსე შეჰყურებს საკუთარ ანარეკლს. მაგრამ მაინც, ტელეფონს ავლებს ხელს და ფოტოს იღებს, თითქოს იუნგისგან ელოდება გადამწყვეტ პასუხს, უგზავნის და პასუხსაც მალე იღებს.

"დატრიალდი, ვერ ვხვდავ ამ შარვალში ჩანს თუ არა ჩემი ფუნთუშები"

"იდეალური ხარ პატარავ, ის ალფა შენით შებყრობილი გახდება"

მინის ეცინება მეგობრის კომენტარებზე, ვიდეოს იღებს სადაც საჯდომს ოდნავ არხევს სარკის წინ და მეგობარს უგზავნის. ამასთან ერთად ემშვიდოდება კიდეც და ტელეფონს ჯიბეში აცურებს, სუნამოს იღებს მაგრამ მისი სიტყვები ურბენს გონებაში "შენი სურნელიც საკმარისად მიბინდავს გონებას" სუნამოს თავის ადგილას აბრუნებს.

როცა იუნგისგან ბრუნდებოდა ომეგას მესიჯი მოუვიდა სადაც ალფა მისამართს სთხოვდა, მინი ყოყმანობდა მაგრამ ბოლოს მაინც გადაწყვიტა რომ სისულელე იყო ამის დამალვა და უთხრა. ამიტომ ზუსტად რვა საათზე ნამჯუნი მისი სახლის წინ არის. მანქანიდან გადმოსული ალფა სულის წამღებად გამოიყურება, კლასიკური შარვალი და თეთრი პერანგი  მის სხეულს მეტად იდეალურს და თავბრუ დამხვევს ხდის. კარზე ზარს რეკავს და იქვე ჩერდება.

last breath Where stories live. Discover now