გასეირნება

91 13 12
                                    

-11-

"იუნგი თანახმაა."

"ჯადოქარი ხაარ?"

"შენი მეგობარი თუ რაიმეს ავნებს, არცერთი წამით, არ იფიქრო, რომ შენ მარტივად გამოძვრები."

"არადა ზოგჯერ თქვენობით მომმართავ"

"მხოლოდ თეთრ ხალათში გამოწყობილს მოგმართავ ასე"

"თეჰიონი მართალი იყო, როცა თქვა ანგელოზი მეგობარი ვერ ეყოლება მასო."

"ჰოდა ფრთხილად, კიმ ნამჯუნ"

"პარასკევს დილას 7 საათზე, მანქანით გამოგივლი, იუნგის თეჰიონი წამოიყვანს"

"შენ რა გინდა იმ მანქანაში რომელიმეს სისხლი დაიღვაროოს? ჩვენთან ერთად წამოვა იუნგი."

"როგორც იტყვი."

მისწერა ბოლოს ნამჯუნმა მაგრამ აქ უკვე იცრუა, ისევ და ისევ მეგობრისთვის, რომელსაც გაურკვეველი მიზეზების გამო ხელს უწყობდა მასთანვე დადებული სანაძლეოს მოგებაში.

ხუთშაბათი საღამო, რომ იყო მინიმ გვიან გაიაზრა და როგორც კი ტელეფონი გვერძე გადადო მეგობარს დამფრთხალი მზერა მიაბყრო.

-რა..? -იუნგი უკვე რბილ ჩუსტებში უყრიდა ფეხებს და ქვემოთ ჩასასვლელად ემზადებოდა, მეგობრის დასაპურებლად.

-ჰიონ ხვალ დილას მივდივართ.

ეს ჩუმად ამოთქვა ომეგამ მეტად სერიოზული ხმის ტემბრით, თუმცა როდესაც იუნგის დამანჭულ სახეს შეავლო თვალი წამიერად სიცილიც კი წასკდა.

-წამოდი და მაჭამე, დაივიწყე რაც გითხარი, ჭამისას შემოგაპარებ.

-უკან რომ გაბია მათ ვცემ პატივს სხვა შემთხვევაში ახლავე აივნიდან გისვრიდი.!

-ჰიონ ვჭამოთ, მანამდე ვისაუბროთ, შემდეგ სახლში წავალ, უნდა ჩავალაგო რაღაცეები და დილას მე და ნამჯუნი გამოგივლით.

-შემიძლია მეთვითონ წამოვიდე. -უკმაყოფილოდ ამოთქვამს იუნგი და კიბეს უხმაუროდ რბილი ნაბიჯებით მიუყვება, დიახ ისევ ფიქრობს რომ მისი ოთახის გარეთ ჩასაფრებული ურჩხულია და ნებისმიერ წამს მზადაა მის გასაგლეჯად, ამიტომ ცდილობს არ გააღვიძოს ის. მინისაც ანიშნებს, რომ ჩუმად იყოს და მხოლოდ სამზარეულოში შესული ისუნთქავს შვებით.

last breath Where stories live. Discover now