დასაწყისი

97 17 26
                                    

                                    -12-

-ანუ ახლა იუნგი მის მანქანაშია. -დაბალი ხმით კითხულობს ომეგა, ალფას უსწორებს მზერას და ცდილობს საკუთარი წყენა თუ ბრაზი აკონტროლოს.

-ჰო მასთან არის, მაგრამ ვიცი რომ არაფერს ავნებს, არ ვისაუბროთ მათზე.

-აბა რაზეე? იუნგი ახლა იმ..

-ჩვენზე, შენზე და ჩემზე ჯიმინ.

-ჩვენ, -მინი იბნევა, ენაწყლიანობით ყოველთვის გამოირჩეოდა მაგრამ ახლა წარმოდგენა არ აქვს რა უნდა უპასუხოს მას. -მომენატრე პაკ, და მსურს ეს ორი დღე მთლიანად ჩემი იყო.

-ერთი პაემნის შემდეგ მსგავსი საუბარი ზედმეტი ხომ არ არის.

-ის ადამიანი რომ ყოფილიყავი ვისთანაც მხოლოდ ერთი პაემანი მსურს, აქ არ იჯდებოდი, მტკიცედ მაქვს გადაწყვეტილი ის რასაც ვამბობ.

-სულ ტყუილად გადაწყვიტე, ჯერ ხომ არც მიცნობ, თუ მე არ მომინდება არაფერი იქნება.

-თუ აპირებ შეტოპო და შემდეგ უკან გამოიქცე აქედანვე გაფრთხილებ, არც შენ მიცნობ მე. უკან გამოსასვლელი გზა აღარ გექნება, თუნდაც ძალის გამოყენებით პაკ ჯიმინ, ჩემთან ერთად ჩაიძირები.

-შეტოპვას რას ეძახიი?

-ეს მე ვიცი. -მოკლედ პასუხსობს ალფა, მშვიდ ღიმილა სჩუქნის ომეგას და მანქანას მალევე აჩერებს ხის სახლთან. მინი თვალს მშვიდად ავლებს გარემოს და კმაყოფილების დამალვას გაჭირვებით ახერხებს. -გადავიდეთ სახლს დაგათვალიერებინებ სანამ მოვლენ.

-თუ მოვლენ. -ჩურჩულით ამატებს მინი, ალფას კი ამაზე მხოლოდ ხმადაბლა ეცინება. მიუხედავად იმისა, რომ იცის ომეგა არ ხუმრობს. მანქანიდან გადადის და ჯიმინს კარს უღებს, ელოდება სანამ გადმოვა და შემდეგ უკან მიჰყვება.

last breath Where stories live. Discover now