მეზიზღები

79 12 15
                                    

                                    -5-

დილას საბოლოოდ ასრულებს მუშაობას. ერთმა დღემ ჩაიარა და ჯიმინი თითქოს გადათელილია, კიდურებს ვეღარ გრძნობს, და იმედ გაცრუებლია იმის გამო, რომ ვერაფერი საინტერესო ვერ ნახა, ამას თავხედი ალფაც ემატება და ომეგა საზიზღარი განწყობით ტოვებს საავადმყოფოს. კარგად შეიგრძნობს მწველ მზერას, თუმცა თავს აიძულებს არ აიხედოს ფანჯრისკენ და მტკიცე ნაბიჯებით ტოვებს იქაურობას, ჰოსოკის მანქანაში თავსდება, ღვედს კრავს და თავს მაშინვე მინაზე ათავსებს.

-ძალიან დაიღალეე? -დაბალი ტონით კითხულობს ალფა და მის მოღუშულ სახეს შეჰყურებს, პასუხად კი მხოლოდ პატარა ამოფრუტუნებას იღებს.

-იუნგის დავურეკავ ვთხოვ ჩვენთან მოვიდეს, დღე ერთად გავატაროთ. უნდა განვიტვირთო და ამას თქვენს გვერდით მოვახერხებ მხოლოდ.

-მშვენიერი აზრია, უბრალოდ საინტერესოა თუ გამოუშვებენ. -მის ტონში საშინელი სიცივე იგრძნობა რის გამოც ჯიმინი თავს სწევს და ძმას უსწორებს მზერას

-აია გადასარევი მამიკო არაა, მაგრამ ჩვენთან როდის არ გამოუშვია, რას ამბობ ჰოსოოკ?

-აიას არ ვგულისხმობ პატარავ, მის უფროს ძმას ვგულისხმობ.

-მოხდა რამე რაც არ ვიციი?

-გუშინ ღამე მასთან ვიყავი, -ცდილობს მშვიდად ისაუბროს და გზას თვალს არ აშორებს. -ეზოში ვიყავით, მოვიდა და ბრძანა, რომ სახლში უნდა შესულიყო. მისი ამრეზი სახე უნდა გენახა.

კბილებში ცრის ბოლო სიტყვებს ალფა და მინი კარგად ამჩნევს როგორ ეჭიმება ალფას სხეული, საჭელს ძლიერად ეჭიდება. ომეგა მხარზე მსუბუქად ჰკრავს ხელს.

-ჰოსოკ მშვიდად...იუნგი არაა ის ვისაც ასე მარტივად დაჩაგრავენ, ხომ იცი, რომ ნაკლებად აქვს მნიშვნელობა მისთვის იმას თუ ვინაა ის ალფა, ზედმეტი თუ მოუვა საკადრისს თავად მიაღებინებს.

last breath Where stories live. Discover now