ჰიბრიდების ძალა

511 123 36
                                    

2278

___________

ფერიული/ფერიული არსებები - არაადამიანური ქმნილებები, რომლებიც გამოირჩევიან სხვადასხვა შესაძლებლობით.

_

________

ცხაურების დამაგრების შემდეგ ბასტი ოთახში დაბრუნდა. დრო იყო თავისი ნივთებისთვის მიეხედა.

სალაშქრო ჩანთა იატაკზე ნელ-ნელა ამოაწყო. ცალკე პარკში გახვეული საჭმლის ნარჩენები და ჭუჭყიანი ჭურჭელი გადადო, შემდეგ კი ტანსაცმელი ამოალაგა. ოთახში ნესტიანი ქსოვილისა და კვამლის სუნი დადგა. საჭმლის პარკში ერთი გახსნილი, ერთი კი სულ მთლად გაუხსნელი შოკოლადის ფილა აღმოაჩინა. მაშინვე მოლუსკი გაახსენდა, ამიტომ სწრაფად დაავლო ხელი, ფეხზე წამოხტა და მისაღებ ოთახში დაბრუნდა. შოკოლადები აგიზგიზებულ ღუმელში შეყარა და იქამდე იჯდა ღუმლის წინ, სანამ საკუთარ თვალით არ დაინახა, როგორ აშიშხინდა გამდნარი მასა და ჯერ შესქელებულ ნამწვად, შემდეგ შავ ნაცრად გადაიქცა.

ბასტი უკან კმაყოფილებით აღსავსე დაბრუნდა. სამზარეულოში ქვოს ფუსფუსი ესმოდა და წამით სურვილმა შეიპყრო, მასთან შესულიყო და ცოტა კიდევ ელაპარაკათ, მაგრამ ჯერ საქმეები ჰქონდა, ამიტომ გასარეცხი ტანსაცმელი სამრეცხაო ოთახში წაიღო და სამრეცხის მანქანაში შეყარა. მანქანას რეცხვის დრო დაეწერა და ტაბსი დაფიქრდა, როგორ შეეძლო გაეყანა 2 საათი.

- მეგონა იძინებდი, - მოესმა ქვოს ხმა, როდესაც კვლავ მისაღებში დაბრუნდა.

თავდაპირველად შავთმიანმა ვერ დაინახა, სად იჯდა მეპატრონე. რამდენიმე წამის შემდეგ შეამჩნია, ქვოს ღუმელთან მიეცურებინა სავარძელი, კომფორტულად ჩამჯდარიყო შიგ და ჩაის სვამდა.

- ტანსაცმლის დარეცხვას ველოდები.

- ჩაი ჯერ კიდევ ცხელი უნდა იყოს, - წარმოთქვა უცებ მან.

ლურჯცეცხლი სამხრეთ ზეგანზეDonde viven las historias. Descúbrelo ahora