"კავშირის დაღი"

565 124 38
                                    


1603

________

ფერიულთა დიდი ომის დროს, როდესაც ქვო ჯერ კიდევ საზღვრის იქით ცხოვრობდა, დემონების სახელმწიფო ერთადერთი ქვეყანა იყო, რომელმაც ფერიულთა არცერთი კლანის მხარე არ დაიჭირა. ისინი ომში უშუალოდ არ ჩართულან, მაგრამ შუამავლების როლს ასრულებდნენ. ქვოს ახსოვდა ბასტის მამა. ეს შავგვრემანი, დიდი აღნაგობის კაცი მასში არასასიამოვნო შეგრძნებებს იწვევდა, რადგან დემონის ფორმაში გადასვლის გარეშეც კი თვალის შავზე-შავი გარსი ჰქონდა. ქვო არ ენდობოდა მას. კარგად იცოდა, რომ ომში ის გაიმარჯვებდა, ვის მხარესაც დაიჭერდა შუამავალი. ომში ფერულიანთა გაერთიანება დამარცხდა. ზღვარს იქით, ფერიულთა მიწაზე ახლა იმდენად ცოტა ფერულიანი იყო დარჩენილი, რამდენიც კალმარკატა. ახალგაზრდა ნახევრად ფერულიანი კარგად ხვდებოდა, რომ ყველაფერი დემონების მეფის ბრალი იყო. ტყუილად არ ერქვა მის სამეფოს ნისლის ქვეყანა. თუმცა ომის შემდეგ დემონების ქვეყანაც განადგურდა, მეფე თავისი ოჯახით საზღვრის აქეთ წამოვიდა, ქალაქში დასახლდა და უზარმაზარი ფარული იმპერია შემქნა. იმპერია, რომლის ყოველი მოსახლე, ყოველი ადამიანი, უნებლიედ ემორჩილებოდა მის ნებას.

ქვოსთვის ბასტთან ურთიერთობა მამამისის გამო სულაც არ ყოფილა პრობლემა. კარგად იცოდა, რომ ბიჭი ამ ომთან არაფერ შუაში იყო, მაგრამ მაინც უსიამოვნო გრძნობა ეუფლებოდა, როცა ფიქრობდა, რომ მასთან ამაზე საუბარი აუცილებლად მოუწევდა. შავთმიანმა ალბათ უკვე შეამჩნია მისი იარებით დაფარული ზურგი. შეიძლება მაშინვე არაფერი უკითხავს, მაგრამ ადრე თუ გვიან შეეკითხებოდა, რატომ ჰქონდა ამდენი იარა და ქვოც ვერ დაუმალავდა.

წითელთმიანს მთელი ღამე ომის მოგონებები ესიზმრებოდა. ძილში ბორგავდა, ვერ ისვენებდა. ამიტომ როდესაც სადღაც შორიდან სუსტი ფაჩუნის ხმა შემოესმა, მისი ნატანჯი გონება ამ ხმას ჩაებღაუჭა და უნებლიე შეხტომით გამოეღვიძა. შვებისაგან ამოისუნთქა, როცა მიხვდა, რომ სასტუმროში იყო. ბასტიც გაახსენდა და ისიც, თუ როგორ ცდილობდა მისი გაყინული სხეულის გათბობას. უეცრად საოცარი სიმშვიდე დაეუფლა იმის ცოდნით, რომ ბასტი იმავე შენობაში იყო, მისგან რამდენიმე კედლის მოშორებით.

ლურჯცეცხლი სამხრეთ ზეგანზეDonde viven las historias. Descúbrelo ahora