კავშირის დასაწყისი (1)

350 84 14
                                    

ერთიანად მინდოდა ამ თავის დადება, მაგრამ თითქმის 17 000 სიტყვაა და რედაქტირებამ ლამის შემიწირა 😑😑 ისევ ნაწილ-ნაწილ ვდებ.

__________

3222

___________

ქვოზე გაბრაზების მიუხედავად, ცოტა ხანში ბასტმა თბილად ჩაიცვა და მოლუსკი თოვლში სასეირნოდ გაიყვანა. წითელთმიანი ფანჯრიდან უყურებდა, როგორ ერთობოდა ჰიბრიდთან თამაშით. დრო შეუჩნევლად გავიდა მათზე დაკვრივებით. ქვო უბრალოდ იდგა და ტუჩებზე ღიმილი ეფინებოდა. მძიმე ფიქრები მათმა სიცილმა გაუფანტა და დაამშვიდა. გადაწყვიტა, კიდევ ერთხელ ეცადა ბასტთან დალაპარაკება. არ უნდოდა, რომ შავთმიანი მასზე ნაწყენი ყოფილიყო. სტუმარი ფიცხი იყო, მაგრამ ქვომ ისიც იცოდა, რომ გაბრაზებას მალევე ივიწყებდა. მოსწონდა მისი ხასიათის ეს ნაწილი. დამშვიდების შემდეგ ბასტი რაციონალურად იაზრებდა მომხდარს და ქვოს იმედი ჰქონდა, რომ ახალგაზრდა კაცი ახლაც გაიაზრებდა, რა სერიოზული მიზეზი ჰქონდათ ერთმანეთისგან თავის შორს დასაჭერად.

ცოტა ხნის შემდეგ ბასტი და მოლუსკი სეირნობით წავიდნენ ტბისაკენ. ქვო თვალს ადევნებდა მათ სიარულს. ბასტი თოვლს ჰაერში მთელი ძალით ისვროდა, ბედნიერი მოლუსკი კი ხტებოდა და საცეცებით ცდილობდა ფიფქების დაჭერას. შემდეგ მოლუსკი ზურგზე ააცოცდა, მხრებზე მოხვია ცივი საცეცები და კომფორტულად მოკლათდა. ქვო დარწმუნებული იყო, რომ შავთმიანი მთელ ხმაზე აყვირდებოდა, როცა მოლუსკი სველ საცეცებს შემოახვევდა ყელზე. ცუდი იყო, რომ მათ გვერდით არ იყო იმ მომენტში.

ისინი დაახლოებით ერთი საათის შემდეგ დაბრუნდენ. ქვო მიხვდა, რომ ტბამდე არ მისულან, რადგან უფრო მეტი დრო დასჭრიდებოდათ უკან მოსასვლელად. ტბასთან მისული მოლუსკი ასე მარტივად არ წამოვიდოდა იქიდან. კალმარკატა ბუთხუზა და საყვარელი ცხოველი იყო, მაგრამ როცა სადმე წყალი და თევზი ეგულებოდა, უსისხლო მონადირე ხდებოდა.

ლურჯცეცხლი სამხრეთ ზეგანზეWhere stories live. Discover now