სინანულის ყალბი ჟესტი

524 128 11
                                    

1898

______

...- ჩვენ ერთდ უნდა ვიყოთ, ქვო, - კვლავ გაიმეორა ბასტმა, - ან კიდევ მოგიწევს, რომ აქედან გამაგდო. სხვანაირად ამ მიზიდულობას ვერ გავუმკლავდებით.

ქვომ მას შეხედა და დაღლილად ამოიოხრა. პასუხი ისედაც ნათელი იყო.

ცოტახანს ჩაფიქრებული უყურებდა მის ლამაზ სახეს. მოქუფრული მზერა და ლურჯ თვალებში ჩაბუდებული სერიოზულობა ბასტს უფრო მიმზიდველს აჩენდა. სტუმარი მართალი იყო და ცივი გონებაც კარნახობდა, რომ სანამ ჯერ კიდევ კარგი ამინდები იყო, აქედან გაეძევებინა.

ქვო ფეხზე წამოდგა. საჯდომზე აკრული თოვლი ჩამოიფერთხა და შემდეგ ძირს დაგდებული ნიჩაბი აიღო.

- მე ტბისკენ წავალ. შენ სახლს შემოუარე, კედლებს თოვლი მოაშორე და მერე დამეწიე. დღეს მოლუსკისთვის თევიზს დაჭერაც უნდა მოვასწრო, - ქვოს ერთელაც არ გაუპარებია თვალი მისკენ, - ამის მერე თავს ჩემგან შორს დაიჭერ, თვალში ზემდეტად აღარ მომეჩხირები. არ მინდა ცუდი მასპინძლობა გაგიწიო, რადგან შენ ჩემი სტუამრი ხარ, ამიტომ ორივე ვეცდებით, რომ ეს ზამთარი გართულებების გარეშე გადავაგოროთ, - მისი ხმა არც ისე მკაცრად ჟღერდა, როგორც ჩაფიქრებული ჰქონდა, რის გამოც გაღიზიანება იგრძნო. ბასტი მის მორბილებას ახერხებდა. მაშინაც კი, როცა საჭირო იყო, შავთმიანთან უხეშობა გამოვლინა, შემართებას მისი ერთი გამოხედვაც კი აკარგვინება.

- ამ ყველაფერზე უნდა ვილაპარაკოთ. თავს ვერ ამარიდებ, - დაუყვირა გაღიზიანებულმა შავთმიანმა, როდესაც ქვომ მას ზურგი შეაქცია და ხმაურით დაიწყო თოვლის გადახვეტა.

წითელთმიანმა არაფერი უპასუხა. ტუჩები დაუწვრილდა სიბრაზისგან, რადგან ისიც ფიქრობდა, რომ ლაპარაკი აუცილებელი იყო. უნდოდა თუ არა, ბასტის შესახებ ძალიან ბევრი რამ აინტერესებდა და მისი ცნობისმოყვარე ბუნება ვერ მოისვნებდა, სანამ ყველა კითხვაზე არ მიიღებდა პასუხს.

ლურჯცეცხლი სამხრეთ ზეგანზეOnde histórias criam vida. Descubra agora