კავშირის დასაწყისი (4)

744 118 64
                                    

3036

________

სახელოსნო, სადაც ქვო ხეზე მუშაობდა, სარდაფში იყო. ბასტს სასტუმროში ყველაფერი ჰქონდა დათვალიერებული, ყველა ოთახი შეემოწმებინა საგულდაგულოდ, მაგრამ მაინც გაუფართოვდა გაოცებისგან თვალები, როცა ქვომ სახელოსნო ახსენა და შავთმიანი ქვემოთ ჩაიყვანა. თვითონაც არ იცოდა, როგორ გამორჩა ეს კარი. გაკვირვებული იყურებოდა აქეთ-იქით, ცნობისმოყვარე მზერას ავლებდა ყველაფერს. თვითონ ის ფაქტიც აოცებდა, რომ ქვოს მსგავსი საქმიანობა ეხერხებოდა და თავად აპირებდა სახლის შეკეთებას, ამიტომ უნდოდა, რომ უფრო მეტი გაეგო მის შესახებ, როგორმე დაეკმაყოფილებინა ახალი ინფორმაციისგან გაღვივებული ცნობისმოყვარეობა.

ბასტი საკუჭნაოშო შევიდა, თაროებზე მოწესრიგებულად დაწყობილ სამეურნეო იარაღს გასცდა და კარი შეაღო. კარი იდეალურად ოყო შერწყმული კედელს, თითქოს მხოლოდ იმ შემთხვევაში აღმოაჩენდი, თუ სწორედ მას ეძებდი. შეიძლება ამიტომაც გამოეპარა საკუჭნაოში პირველად ყოფნისას. ბასტის შესვლაზე სენსორულმა განათებამ ვიწრო დერეფანი და ქვემოთ ჩამავალი ხის კიბე გაანათა. ახალგაზრდა კაცმა მოხერხებულად დაიჭირა ხელში წასახემსებელი სენდვიჩები და ყინულიანი წყლის ბოთლი. თითქმის ხუთი საათი იყო, ქვო სახელოსნოში მუშაობდა. გარეთ უკვე ღამე იყო და ისევ თოვდა. ამის მიუხედავად, ქვომ უკვე ორჯერ დაურეკა შიდა ტელეფონით ბასტს, მისთვის ყინულიანი წყალი რომ ჩაეტანა. მესამე დარეკვის შემდეგ ბასტმა იფიქრა, რომ მოშივებულიც იქნებიდა და სენდვიჩები გაუმზადა.

ბასტისთვის არ იყო მარტივი იმის ყურება, როგორ მუშაობდა წითელთმიანი. სახელოსნოში ბუხარი ენთო, რის გამოც ოთახში გაუსაძლისად ცხელოდა. ქვოს უმკლავებო მაისური ეცვა, ფართო და ჭუჭყიანი. როგორც ჩანს, მსგავს ბინძურ და მტვრიან საქმეში იყენებდა ხოლმე. მუქი მწვანე ტილოს შარვალი მუხლებთან რამდენიმე ადგილას გახეოდა. თმა დაუდევრად შეეკრა უკან, მუშაობაში ხელი რომ არ შეშლოდა და სიცხისგანაც იცავდა თავს, თან არ სიამოვნებდა, გაოფლილ ზურგზე რომ ეკრობოდა თმის ღერები. ფეხშიშველი დააბოტებდა ხის ბურბუშელასა და ნახერხს შორის, ოდნავადაც არ გრძნობდა დისკომფორტს, მგრძნობირე ფეხისგულებს რომ აბიჯებდა უხეშ ფანტელებში. თავის დროზე ამ ფეხებს იმაზე მეტი გადაულახავი გზა და უხეში, ბასრი ზედაპირი ჰქონდა გადავლილი, ვიდრე გათლილი ხის რბილი ნატეხები იყო.

ლურჯცეცხლი სამხრეთ ზეგანზეWhere stories live. Discover now