გამდნარი ყინული

594 123 10
                                    

2970

______

ბასტს უცნაური შეგრძნებით გამოეღვიძა. მთელი სხეული დამძიმებოდა და კიდურები ისე სტკიოდა, თითქოს წინა დღეს სიმძიმეების აწვაში ვარჯიშობდა. პირი უშრებოდა და თვალწინ კვლავ სიბნელეში მანათობელ იისფერ წერტილებს ხედავდა.

- გაიღვიძე? - ძალიან ახლოდან მოესმა ნაცნობი ხმა.

ბასტი შეკრთა ამ ხმაზე. ქვო ისე ახლოს იყო მასთან, თითქოს ყურში ეჩურჩულებოდა, ამიტომ ახალგაზრდა კაცმა სწრაფად გაახილა თვალები და გაოცებისგან სუნთქვა შეეკრა.

თავის ოთახში, საწოლში იწვა. არ ახსოვდა, როგორ აღმოჩნდა აქ. მხოლოდ ის იცოდა, რომ გაყინულ ტბაში ჩახტა და წყლის ქვეშ მანათობელ წერტილებს მისდევდა. შემდეგ ყველაფერი სიბნელეში ჩაიძირა. ახლა კი აქ იყო, სასტუმროში, სქელი საბანი ეფარა და მთელ სხეულზე ცხადად გრძნობდა, როგორც შემოხვეოდა ფერულიანი.

ბასტმა გამომშრალი ტუჩები გააწკლაპუნა. წამოჯდომა უნდოდა, მაგრამ არ შეეძლო, სხეულში არ ჰქონდა ძალა.

- კარგად ხარ? წყალი ხომ არ გინდა? - კიდევ ერთხელ ჰკითხა ქვომ.

ბასტმა მისკენ გაიხედა. წითელთემიანი მის მკერდზე იწვა, მაგრამ ახლა ცალ მკლავზე წამოწეულიყო, მისი ერთი ხელი კვლავ ტაბსის მოშიშვლებულ მკერდზე იყო დასვენებული, თავად კი შავთმიანს დაკვირვებით უყურებდა.

- კ-კი, - გაჭირვებით უპასუხა.

- უკვე ლაპარაკობ? - ქვოს თვალები უცნაურად გაუნათდა, ტუჩებზეც ბედნიერმა ღიმილმა გადაურბინა, - ახლავე მოგიტან.

სასტუმროს მეპატრონე დემონს მოსცილდა, საბანი გადაიხადა და იქვე გადაკიდებულ ხალათს გადასწვდა. ბასტს სუნთქვა შეეკრა. წამოჯდომისას ქვოს თმა ზურგზე ჩამოეშალა და მისი სპილოსძვლისფერი წელი მთლიანად დამალა. მას ტანსაცმელი არ ეცვა, მხოლოდ საცვლით იწვა დემონის გვერდით. ბასტი ლამის უჰაერობისგან დაიხრჩო, როცა ქვომ მისი ხალათი ჩაიცვა და სწრაფად გავიდა ოთახიდან.

ლურჯცეცხლი სამხრეთ ზეგანზეWhere stories live. Discover now