კავშირის დასაწყისი (3)

309 83 3
                                    

2278

________

ტყის სიჩუმეს თოვლის ხრაშუნის ხმა არღვევდა. შავად ასვეტილ ხეებს შორის ორი მამაკაცი მოხერხებულად იკვლევდა გზას. წინ მიმავალს ქუდიდან ცეცხლისფერი თმა მოუჩანდა, მის უკან კი ახალგაზრდა კაცი მოდიოდა, რომლის თვალებიც უჩვეულო ლურჯად ანათებდა.

ქვო მარტივად იგნებდა გზას. ყველაზე მაღალ და სქელტანიან ფიჭვს ეძებდა. უკვე ჰქონდა არჩეული, სასტუმროს სხვენიდან კარგად მოჩანდა ჩრდილოეთით თავაღერებული ფიჭვის წვერები. ხე იმაზე ღრმად აღმოჩნდა ტყეში, ვიდრე ერთი შეხედვით ეგონა. გზაში თითქმის არ ელაპარაკებოდა ბასტს. შავთმიანმაც მხოლოდ რამდენჯერმე დაარღვია სიჩუმე იმის სათქმელად, რომ მათგან რამდენიმე ათეული მეტრის მოშორებით ორი მგელი დაძრწოდა. წამიერად ქვომ თავი საფრთხეში იგრძნო მოსმენილის გამო. იარაღის გარეშე ტყეში სიარულს მიჩვეული არ იყო, თუმცა ახლა ბასტი ჰყავდა. სხეულში დავლილმა ადრენალინმა და დამძიმებულმა კიდურებმა მაშინვე გადაუარა, როგორც კი მის უშფოთველ გამომეტყველებას მოჰკრა თავი. დამშვიდდა. ქვომ შავთმაინს გაუღიმა და საპასუხო ღიმილიც მიიღო მისგან.

ხე მარტივად წამოაქციეს. უფრო დიდი სირთულე წინ ელოდათ, უზარმაზარი ხე ტყიდან უნდა გაეტანათ თრევით, გზად კი ბევრი თხრილი და წაქცეული ხე იყო.

ქვო მოჭრილ ფიჭვზე იყო ამძვრალი და ტოტებს ასხეპდა. ბასტი მისგან მოშორებით მუშაობდა. ტყის სიჩუმეში ცულის ხმა და მამაკაცების დამძიმებული სუნთქვა ისმოდა.

- ციყვი..!

ბასტი შეაკრთო ქვოს წამოძახილმა. წითელთმიანისკენ შეტრიალდა. ქვო მარცხნივ იყურებოდა, ხის კენწეროებისკენ და მარჯვენა ხელით კისერს იზელდა.

- რა? - ჰკითხა დაბნეულმა.

- ციყვი გირჩებს მესვრის, - დაიძახა გაოცებულმა ქვომ.

ბასტს გამეცინა. მისმა მხიარულმა, მსუბუქმა სიცილმა ქვოც გააცინა. შავთმიანმა ცული ფიჭვს მიაყუდა და მისკენ დაიძრა. ქვომ სახეზე შერჩენილი ღიმილით კვლავ ციყვს გახედა. ნაცრისფერი ცხოველი იმდენად რთული შესამჩნევი იყო, კარგი დაკვირვებით თუ შეძლებდა მის დანახვას, მაგრამ ქვოს თვალებს წამითაც არ გამოპარვია ტოტიდან ტოტზე მისი გადახტომა.

ლურჯცეცხლი სამხრეთ ზეგანზეWo Geschichten leben. Entdecke jetzt