თავი 1

1.8K 76 19
                                    

ლუი იყო ის ვისაც ყოველთვის სურდა საკუთარი "კომპანიის" ყოლა.ეს არ არის ის რომ მას არ მოსწონდა ხალხი ან ხალხთან კონტაქტი,სინამდვილეში ეს პირიქით იყო.ლუი ყველაზე დიდი ადამიანი იყო,მას უყვარდა ხალხთან საუბარი და ზოგადად უბრალოდ სიცილი მათთან ერთად.მაგრამ მისი საკუთარი "კომპანია" საუკეთესო იყო.განსაკუთრებით მისი მე-15 დაბადების დღის და შობის სიგიჟის შემდეგ.ექვსი დღეა რაც ის 15 წლის გახდა და მაინც სხვანაირად გრძნობდა თავს.

შობა რომ დასრულდა მის დებს ეს მღელვარება დაავიწყდათ და ისევ ლუი გამოიყენეს,როგორც მათი გასართობი წყარო.მას უყვარდა თავისი დები და მათთან ერთად თამაში,ერთ-ერთი საყვარელი რამ იყო, მაგრამ 8 წლის,6 წლის და ორი 3 წლის ბავშვის "კომპანია" ყოველთვის საინტერესო არ იყო.

სტენი ესპანეთში იყო წასული საშობაოდ,ოლი უელსში წავიდა და ჯეიმი ლონდონში,ასე რომ როგორც ყოველთვის ლუი დონკასტერში დარჩა საბავშვო მოვალეობების შესასრულებლად.

ამიტომაც აღმოჩნდა რომ ის 30 დეკემბრის შუადღეს პარკში მისეირნობდა,ზურგჩანთა ერთ მხარზე ჩამოეკიდა და მისი უძველესი ვანსებით ტროტუარზე გადადიოდა.დედამისს უთხრა რომ ხმაურისგან თავის დაღწევა სჭირდებოდა და პარკში მიდიოდა საშინაო დავალებების შესასრულებლად,დედამისმა გაიცინა რადგან იცოდა რომ იგი არ აპირებდა ამის გაკეთებას,მაგრამ მაინც გაუშვა.

მან მესიჯი გაუგზავნა სტენს და ოლის სანამ ტელეფონს კაპიუშონის ჯიბეში ჩაიდებდა და გეოგრაფიის სახელმძღვანელოს ამოიღებდა ჩანთიდან.გეოგრაფია იყო საგანი რომელიც ლუის ყველაზე მეტად სძულდა,მაგრამ მას GCSEC-ისთვის (საშუალო განათლების ზოგადი სერთიფიკატი) მინიმუმ ერთი კაცობრიობის საგანი მაინც უნდა ჩაებარებინა და გეოგრაფია ყველაზე მარტივი იყო.მიუხედავად იმისა,რომ მან,მისმა გეოგრაფიის მასწავლებელმა და დედამისმა კარგად იცოდნენ რომ იგი "წარუმატებლობას" აპირებდა,ის ამას მაინც იცავდა,ცოტა იმედი დარჩა.

When The Smoke Is In Your Eyes L.S (ქართულად) [Completed]Where stories live. Discover now