თავი 44

342 39 30
                                    

*

ბოლო 18 დღის განმავლობაში ლუის ჰარი ძალიან ენატრებოდა. სკოლაში დადიოდა, სამსახური იშოვა და ცდილობდა ნორმალური ცხოვრება ჰქონოდა. არც ჰარისთვის იყო ძალიან განსხვავებული, დღეების უმეტესობა უმცროს ბიჭზე ფიქრობდა და მუდმივად მასთან დარეკვა უნდოდა.  კონტაქტი სულ ჰქონდათ, სანამ ლუი დაიძინებდა ტელეფონზე ლაპარაკობდნენ და სულელურ შეტყობინებებს და სნაპჩატებს უგზავნიდნენ ერთმანეთს, მაგრამ არცერთი მათგანი არ ადარებდა ამას ერთმანეთთან ყოფნას.

ლუი 31 იანვრის შუაღამემდე დაძინებას არ აპირებდა, პირველი უნდა ყოფილიყო ვინც ჰარის დაბადების დღეს მიულოცავდა. ეს გააკეთა კიდეც, ვიდეოს მეშვეობით, ჰარიმ კი ტელეფონში შეინახა, მხოლოდ იმიტომ რომ ბიჭის ფუმფულა თმებზე და ლოყებზე მუდმივად ეყურებინა.

"დედა, ცუდია რამდენადაც მენატრება ჰარი?" ჰკითხა დედამისს მეორე დილით, ფეხებ გადაჯვარედინებული დახლზე ჩამოჯდა გაზქურის გვერდით, ტოსტით ხელში.

"არა ლუ, შეწყვიტე ამაზე ნერვიულობა. მონატრება სავსებით ნორმალურია, განსაკუთრებით იმ ადამიანის მონატრება ვისთანაც ძლიერი კავშირი გაქვს." ჯეიმ ოხვრით დაამშვიდა, ლოტის ლანჩის ჩანთა შეკრა და დანარჩენი სამის გვერდით დადო.

"უბრალოდ შეჩვეული ვარ მასთან ყოფნას"

"ვიცი, მაგრამ ათ დღეში ჩამოვა, ახლა კი უკეთესია ადგე თორემ სკოლაში დაგაგვიანდება"

ლუი ოხვრით წამოდგა და სამზარეულოდან გავიდა, რომ მისი სამი მეგობრისთვის კარი გაეღო,რომლებიც იცინოდნენ.

"მოდი რა, ნუ ხარ ნელი." ჯესიმ ლუის დაუძახა, რადგან ფეხსაცმლის თასმას ნელა კრავდა.

"ოჰ გაჩუმდი რა, დავიღალე" დაიძახა, ფეხზე წამოდგა და სახლიდან გასვლამდე ჯეის აკოცა.

"ალბათ მთელი ღამე ჰარისთან სექსტინგი გქონდა" სტენმა ცელქობდა დაიწყო, ლუის თეძო გაჰკრა და მხარზე ხელი გადახვია.

When The Smoke Is In Your Eyes L.S (ქართულად) [Completed]Where stories live. Discover now