თავი 7

490 60 25
                                    

*

"მკლავს ყოველდღე სამუშაო" ამოიოხრა როცა სამზარეულოს მაგიდასთან ისხდნენ,დეიზი ლუის კალთაში იჯდა და დანარჩენი სამი გოგო მისაღებში.

"დღესაც მუშაობ,შემდეგ კი ორი დღე ისვენებ.ვფიქრობდი,რომ ამ შაბათ-კვირას გოგოებს სადმე წავიყვანდი,იქნებ გარკვეული დრო შენი თავისთვის დაგეთმო და მეგობრებთან ერთად სადმე გასულიყავი"უთხრა ლუიმ და დეიზის სკამიდან ჩამოსვლაში დაეხმარა.

"ლუ,ოთხივეს მარტო ვერ მოუვლი"

"არც ისე ძნელია,მე ეს ადრეც გამიკეთებია"

"შენ ძალიან კარგი ხარ ლუ,მიხარია რომ ცუდი არ გამოხვედი"

"რატომ ვიქნებოდი?მე ხომ შენნაირი დედა მყავს" მან გაიცინა.

"ჰო,მაგრამ შენ არ გყოლია მამა"

"დედა,მამა არ მჭირდება.მითუმეტეს ისინი ვინც აქამდე გყავდა.მე უფრო ბედნიერი ვარ შენთან და გოგონებთან ერთად."

"ვიცი რომ ხარ მაგრამ თავს ცუდად ვგრძნობ,სულ ეს არის".

"გთხოვ არ გინდა დედა,გინდა გოგოები სკოლაში წავიყვანო?"

"თუ გინდა" გაიღიმა.

ლუი წამოდგა და დედასთან მივიდა,ჩაეხუტა და თავი მხარზე დაადო.

"ჩემი სიდაბლე გამოგყვა გენებში არა?" სიცილი აუტყდა,ლუის თეძო დაეჭიმა.

ლუიმ ენა გამოუყო,მისაღებში გავიდა და დები სკოლაში წაიყვანა.

ის სახლში დაახლოებით 9:00 საათზე დაბრუნდა და 15 წუთი დივანზე იწვა.მას და მის მეგობრებს ამ დღეს არანაირი გეგმა არ ჰქონდათ,ალბათ ყველა სხვა რამეს აკეთებდა ან ეძინათ,ასე რომ მან სნაპჩატი გახსნა და ჰარის სურათი გაუგზავნა.8 წამი არ იყო გასული რაც გაგზავნა,უკვე ჰარის პასუხი ჰქონდა გაცემული,ფოტოზე თვალები ჰქონდა მოჭუტული და ენა გამოყოფილი,წარწერაში ნათქვამია: "რატომ არ ხართ სკოლაში ბატონო?"

ლუიმ უპასუხა ფოტოთი სადაც თევზის ეფექტი ედო,წარწერით 'ვისვენებთ'

When The Smoke Is In Your Eyes L.S (ქართულად) [Completed]Where stories live. Discover now