თავი 20

389 54 25
                                    


*

მომდევნო რამდენიმე დღე გაჭიანურდა,ჰარი მანჩესტერში წასასვლელად ემზადებოდა,ლუი რა თქმა უნდა ხედავდა მაქსს,ისინი სკოლის დამთავრების შემდეგ ყოველდღე ნახულობდნენ ერთმანეთს,მაგრამ ლუის დავალებები ჰქონდა გასაკეთებელი და ეს არ მოსწონდა ხოლმე,ჰარი ლუის სახლში იყო სამუშაოდ და ბიჭთან ერთად არ ატარებდა დროს.ლოტი მეოთხე კლასში იყო და ღელავდა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა მისი კლასელი გოგონებისათვის კალმის თხოვება და შემდეგ უკან არ დაბრუნება,ფიზი ამტკიცებდა,რომ მას არასდროს მიუქცევია ყურადღება ასეთი რამეებისთვის და ტყუპები ტიპიური 3 წლის ბავშვები იყვნენ.

ლუი 27 მარტს ლანჩზე იჯდა, სკოლის ბოლო დღე იყო სააღდგომო არდადეგებამდე და მეგობრებს ესაუბრებოდა.მაქსს ლუი მკლავებში მოექცია,სტენის მარჯვნივ ისხდნენ,ჯეიმი მაქსის მოპირდაპირედ,ოლი და ჯესი კი ლუის და სტენის მოპირდაპირედ.ლუის ჯიბეში ტელეფონმა ვიბრაცია გამოიწვია,სტენმა ლუის ბარძაყზე დაადო ხელი და ლუის გახედა.ლუიმ ამოიღო ტელეფონი და წაიკითხა ეკრანზე გამოსახული ჰარის ტექსტური შეტყობინებები.

ოი

ოი

ოი

ოი

ოი

ოი

შეგიძლია გაჩერდე?

ეს უხეშობაა

უსიამოვნოა

არ გინდა მოვიდე და სკოლისგან გადაგარჩინო? თქვი რომ შეხვედრა დანიშნე ან რამე

მართლა!?

ლუი მაქსის მკლავს მოშორდა და გაიმართა, ტელეფონს უყურებდა და ეღიმებოდა.თოთქმის ისე ჩანდა, თითქოს მაქსმა ყურადღება არ გაამახვილა ამ საკითხზე,თუმცა იმიტომ,რომ მას,ჯეიმი და ოლი ესაუბრებოდნენ,ჯესი და სტენი კი ლუის უყურებდნენ.

შემიძლია ვცადო,რა გაკვეთილი გაქვს მეხუთე?

დრამა,ჩვენ უბრალოდ ფილმს ვუყურებთ,თუმცა ამას
ჩვენი ვადის დასრულება იწვევს.

When The Smoke Is In Your Eyes L.S (ქართულად) [Completed]Onde as histórias ganham vida. Descobre agora