თავი 40

401 48 24
                                    

*

"ანუ დღეს მიდიხარ სახლში?" ჰკითხა ლუიმ, ჰარის გადააწვა და ნიკაპი მკერდზე მიადო.

23 დეკემბერი იყო, ლუის მეთექვსმეტე დაბადების დღის წინა დღე და ბოლო დღე როცა წყვილი დროს ერთად გაატარებდა,სანამ ჰარი 15 დღით სახლში წავიდოდა. ორივე ბიჭმა ახლახანს გაიღვიძა, საწოლთან საათი დილის 11:47 აჩვენებდა.

"ასე გეშინია პრინცესა? მალე დავბრუნდები" უპასუხა ჰარიმ, ლუის მაისური მაღლა აწია და თეძოების ზემოთ შეეხო.

თვალები აცრემლებული ჰქონდა, როგორც ყოველთვის როცა იღვიძებდა და მისი თმა ბალიშზე იყო 'გაშლილი'.

"ხვალ რატომ ვერ წახვალ? ჩემს დაბადების დღეზე გნახავდი"

"ეს მეც მინდა პატარავ,მაგრამ დედაჩემი დიდი ხანია არ მინახავს და არ იქნება ბედნიერი თუ მის საშობაო ტრადიციას დავარღვევ, გარდა ამისა შენ დედაშენთან და შენს დებთან ერთად იქნები, ასე რომ დროც გექნება რომ მოგენატრო"

"ჰო ვიცი, მაგრამ ყოველთვის მაქვს დრო რომ მომენატრო"

"სულელო"

"მოკეტე" ლუიმ ჩაიხითხითა და ჰარის მკერდზე შუბლი მიადო, რომ ღიმილიანი სახე დაემალა.

"მოდი რა" თქვა ჰარიმ და ლუი ოდნავ მოიშორა, "სადმე წავიდეთ და რამე გავაკეთოთ, ერთი დღე ავიღოთ"

"თითქმის შუადღეა, დღე თითქმის დასრულდა და სახლში უნდა წავიდე"

ჰარიმ მხრები აიჩეჩა და როცა ჰარი ადგა მანაც მას მიბაძა,ჰარის კარადიდან ჯემპრი ამოიღო,ჩაიცვა,შემდეგ კი უდანაშაულო ღიმილით გავიდა საძინებლიდან და  ჰარის სამზარეულოში გაჰყვა.

"ვფიქრობ ვინმემ ჯილდო უნდა მოგცეთ ყველაზე მშვიდი სექსისთვის" თქვა ნაილმა და თვალი ჩაუკრა.

"აქ რატომ ხარ?" ჰკითხა ლუიმ, მისი კომენტარი დააიგნორა და ჩაიდანი წყლით აავსო.

"აქ ვცხოვრობ"

"ჰო, ეს არ მიგულისხმია. წადი ირლანდიაში ან სადმე"

When The Smoke Is In Your Eyes L.S (ქართულად) [Completed]Tahanan ng mga kuwento. Tumuklas ngayon