თავი 55

367 35 12
                                    

*

"შეწყვიტე ჩემი ყურება, იდიოტო." წუწუნებდა ლუი, არც კი მოუწია თვალების გახელა იმისთვის რომ მიხვედრილიყო რომ ჰარი ძილში უყურებდა და როცა უფროსმა ბიჭმა გაიცინა, მიხვდა რომ მართალი იყო.

"ვერაფერს ვერ ვუზამ იმას რომ მშვენიერი ხარ." თქვა ჰარიმ აუღელვებლად და ლუის შუბლზე აკოცა.

ლუიმ თვალები გაახილა და ჰარის შეხედა, ბიჭი ჯერ კიდევ მას უყურებდა.

"არ ვიცი ჩემგან რას ელი, მაგრამ დილის 10 საათამდე მაინც არ ავდგები."

"კარგი მაშინ 10:30 საათია." ჰარიმ გამაღიზიანებლად უპასუხა და ლუის ზურგზე ხელი მიუსვა.

"მაშინ თერთმეტი, დავიღალე." უმცროსი ბიჭი წუწუნებდა, სახე ჰარის კისერში ჰქონდა ჩაფლული და ნელა სუნთქავდა.

"შეგიძლია მანქანაში დაიძინო, თან დღეს საავადმყოფოში არ ხარ მისასვლელი?"

"ოჰ რა სულელი ვარ, სულ დამავიწყდა."

ჰარიმ გაიცინა შემდეგ ორივე მშვიდად იყო, საწოლში ერთმანეთის გვერდით იწვნენ და ერთმანეთის სუნთქვის რბილ ხმას უსმენდნენ. ლუიმ დაიწუწუნა როცა ნახა რომ ტელეფონი შორს ედო, ცდილობდა საწოლიდან ტუმბოს მისწვდომოდა მაგრამ ვერ შეძლო, პატარა ხელები ჰქონდა. მხოლოდ ჯესისგან ჰქონდა შეტყობინება, იკითხა რომელ საათზე იქნებოდნენ სასტუმროში,რადგან შუა დღისთვის უნდა გასულიყვნენ.

"ალბათ უნდა ავდგეთ." უთხრა ჰარიმ, თუმცა ადგომის საშუალება არ ჰქონდა და გადასაფარებლის ქვეშ შეძვრა.

"ან შეგიძლია ადგე და მარცვლეული მომიტანო, მე კი შხაპს მივიღებ." ლუიმ გაიღიმა, ჰარის ტუჩებზე მსუბუქად აკოცა სანამ საწოლიდან გადააგდებდა და პერანგს ბურიტოს სტილში შემოახვევდა.

"იღბლიანი ხარ რომ მიყვარხარ."

ლუიმ ჩაიხითხითა და ჰარის ენა გამოუყო როცა უფროსი ბიჭი ოთახიდან გავიდა. როცა ლუიმ შხაპი მიიღო და ჩაიცვა, სამზარეულოში გავიდა, ლუკი მაგიდასთან იჯდა,თან ეწეოდა, ხოლო მაიკლი ქერა ბიჭს უკინდან ეხვეოდა და ნიკაპს თავზე აყრდნობდა.

When The Smoke Is In Your Eyes L.S (ქართულად) [Completed]Where stories live. Discover now