თავი 30

412 48 20
                                    


*

ლუი ჰარისთან რჩებოდა მერვე ღამეს, რომელიც შაბათი იყო და ის ჩვეულებრივ აღარ რჩებოდა ხოლმე შაბათს,რადგან კვირას რაგბის დღე იყო. ჰარის მაღვიძარამ გამოაღვიძა. წუწუნით მიიტანა ხელი ჰარისთან,როგორც ჩვეულებრივ ხდებოდა და ჩუმად უთხრა ბიჭს რომ გამოერთო. ამჯერად ლუის ჩახუტების ნაცვლად, საწოლიდან წამოდგა,ტელეფონი გათიშა და საწოლთან დადგა თავის ბოქსერებში,თან შეტყობინებებს კითხულობდა რომლებიც ღამით მიიღო.

"რას აკეთებ?" ლუი წუწუნებდა,ძილისგან ღრმა ხმით,ერთი თვალი გაახილა,ხოლო მეორე ვერ გახსნა რადგან სახის მეორე მხარე ბალიშში ჰქონდა ჩამალული.

"ადექი,თითქმის ათია" ჰარიმ უპასუხა,თუმცა ტელეფონიდან არ ამოუხედავს.

"და?"

"დღეს რაგბი მაქვს 11 საათზე,ლიგას ვთამაშობთ"

"რაგბიზე საუბრობ ჰაზ, წარმოდგენა არ მაქვს"

"ჩვენ მატჩს ვთამაშობთ,ეს ამხანაგურს არ ჰგავს,სადაც არ აქვს მნიშვნელობა მოგებას და წაგებას. ამ მატჩის შედეგები დივიზიონში ასვლას და მეორე განყოფილებაში გადასვლას განსაზღვრავს"

"მართალია,შენ ჯერ კიდევ რაგბის თემაზე საუბრობ,მაგრამ გაერთეთ"

"თუ გინდა მოდი და უყურე" მან შესთავაზა,ტელეფონი გადადო და გარდერობისკენ დაიძრა.

ლუი ცდილობდა მის კუნთებზე, ბარძაყებზე და უკანალზე არ შეეხედა. რა თქმა უნდა,უფროსმა ბიჭმა საერთოდ არ იცოდა ლუის ფიქრების შესახებ, როდესაც ის რაგბის ფორმას იღებდა გარდერობიდან და უჯრედებში იქექებოდა რათა საცვლები აეღო.

"კარგი,ეს ნიშნავს რომ მე ზეინთან ერთად უნდა გავიყვანო დრო" ლუიმ უპასუხა და თავი ბალიშში ჩარგო,შეეცადა ხუთი წუთით კიდევ დაეძინა და თავი აერიდებინა ჰარის შიშველი უკანალისთვის,რადგან ის საცვალს იცვლიდა.

"მე ვფიქრობ,რომ ლექსი და ლივი აქ არიან,ისინი შენთან ერთად წამოვლენ"

When The Smoke Is In Your Eyes L.S (ქართულად) [Completed]Where stories live. Discover now