თავი 12

394 53 10
                                    


*
ლუიმ ბოლო 11 დღე რევიზიის გადახედვაზე გაატარა და ბოლოს 23 თებერვალს ამან შემდეგი გამოიღო,რადგან მისი ინგლისურის GCSE უფრო ადვილი იყო,ვიდრე ეგონა.მაქსს ბოლო თორმეტი დღის განმავლობაში,სკოლის გარშემო ან გაკვეთილებზე ნახულობდა,რამდენჯერმე მასთან გავიდა და სცადა სწავლა,მაგრამ ისინი ბოლოს ან ლაპარაკობდნენ ან ერთმანეთს კოცნიდნენ.ლუი მადლიერი იყო ჰარის,რომ აჩვენა თუ რა უნდა ექნა იანვარში.მაგრამ იმდენად იყო რევიზიაში მოქცეული,ჰარი არ უნახავს 11 თებერვლიდან და არ დაუსვია კითხვა ბანდის შესახებ.მან საბოლოოდ მიიღო შანსი 23 თებერვლის საღამოს.ყველა გოგონას საწოლში ეძინა და ჰარი დივანზე იწვა როგორც ყოველთვის.

ლუი დაბლა ჩავიდა,სამი ზომით დიდი ჯემპრით დ ცისფერი სპორტული შარვლით,სათვალე ცხვირის ბოლოზე ჩამოწეულიყო.ჰარიმ როდესაც მისაღებში შესული ლუი ნახა თავი გააქნია და ფეხები აწია რომ დაჯდომა შეძლებოდა.იმის ნაცვლად,რომ იქ დამჯდარიყო სადაც ჰარიმ ადგილი გაანთავისუფლა,უმცროსი ბიჭი ჰარის ზემოდან გადააწვა.უფროს ბიჭს თავი უნდა შეეკავებინა,რადგან უნდოდა ლუისთვის ეკოცნა.

"საყვარლად გამოიყურები" ხმადაბლა თქვა ჰარიმ და ხელი მოხვია.

"მოკეტე" მიუგო ლუიმ და თავი ჰარის ყელში ჩარგო.

"არ ვცდილობ პრინცესას გაღიზიანებას,უბრალოდ გულახდილობა".

"ჰო მაგრამ შენ მაწითლებ"

"ვიცი და მიყვარს ეს"

ამ განცხადებამ ლუი კიდევ უფრო გააწითლა და თავი ჰარის მკერდს დაადო რომ მისი ღიმილი და ვარდისფერი ლოყები დაემალა.

"ჰაზ,შეიძლება რაღაც გკითხო?" იკითხა ლუიმ,წამოჯდა და ბოლოს იმდენი გამბედაობა მოიკრიბა,რომ ეკითხა,რისი კითხვაც სურდა ერთ კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში.

"მიდი"

"ბანდაში ხარ?"

ჰარიმ საპასუხოდ პირი გახსნა,შემდეგ ისევ დახურა,დაბნეულობამ და შოკმა მოიცვა.

When The Smoke Is In Your Eyes L.S (ქართულად) [Completed]Where stories live. Discover now