თავი 36

359 47 35
                                    

*

უკვე სამი თვე გავიდა მას შემდეგ რაც ჰარის ბოლოს ესაუბრა. კოცნიდან სამი თვე.
ისიც კი აღიარებდა რომ ეს მისი ბრალი იყო. ჰარიმ სცადა, შეტყობინებები და სნაპჩატის ვიდეო ჩანაწერები გაუგზავნა მისი ახალი ოთახისა და მისი ახალი ყველაფრის,მაგრამ ლუიმ უბრალოდ წაიკითხა და არ უპასუხა. საბოლოოდ ახალი შეტყობინება აღარ იყო.

როგორ სასაცილოდაც არ უნდა ჟღერდეს, ლუის ჰარის გარეშე ცხოვრება თითქმის განსხვავებული იყო. ეს ბიჭი არეული თმის და აზრო ხუმრობების მორევი იყო, მთვრალი დილის 4 საათზე შეტყობინებებს უგზავნიდა ხოლმე ადრე ლუის და საწოლში ეხუტებოდა. ჰარი იყო მორევი რომელშიც ლუი ჩაიძირა და როგორც არ უნდა ეცადა იქიდან ვერ ამოვიდოდა.

ჰარის გარეშე ცხოვრება ისეთი რამ იყო რაზეც ლუის წარმოდგენაც კი არ უნდოდა და ის ამდენი წელი არც კი იცნობდა ამ ბიჭს. შემდეგ ჰარი წავიდა, ლუიმ ის დააიგნორა და ყველაფერი გაანადგურა.  სიტუაციამ რომელშიც ლუი იყო იგი გარკვეულწილად განმარტოებულად აქცია. სკოლაში დადიოდა,საშინაო დავალებებს ასრულებდა, მეგობრებს ხვდებოდა, დედას ეხმარებოდა, თავის დებთან თამაშობდა,მაგრამ ჩაკეტილი იყო საკუთარ თავში და ეს ყველამ იცოდა. თითქოს ცდილობდა მათი ურთიერთობა აღედგინა, სინამდვილეში კი არც არასდროს დანგრეულა.

დეკემბრის ცივი მზე შაბათს მის მეთექვსმეტე დაბადების დღემდე მხოლოდ 12 დღით ადრე ანათებდა. მისი დები ბებიამ და ბაბუამ წაიყვანეს მათი დედისთვის საშობაო საჩუქრის შესაძენად,როგორც მათ უთხრეს. მხოლოდ ათის ნახევარი იყო მაგრამ ის ფხიზლად იყო,რაც მისთვის ნორმალური არ არის.

პროტესტის მიუხედავად, სხეული აიძულა საწოლიდან ამდგარიყო, მისი საძინებლის კარი გააღო და მშვიდად გავიდა, დედამისის ოთახისკენ გაემართა. კარი გაღებული იყო და ტელევიზორის ხმა ისმოდა, ჯერემი კაილის თამაშის ძველი ეპიოზოდი გადიოდა, დედამისი კი საწოლში იწვა და ჟურნალს კითხულობდა.

When The Smoke Is In Your Eyes L.S (ქართულად) [Completed]Where stories live. Discover now