თავი 38

366 42 17
                                    

*

ნამძინარევი ლუი ჰარის დივნის კუთხეში იყო მოკალათებული,მხოლოდ იმაზე იყო კონცენტრირებული რაც ტელევიზორში გადიოდა. ოდნავ შეხტა როცა შემოსასვლელი კარი გაიღო და კვლავ დაიხურა, ნაილის ხმამაღალი ხმით აივსო სახლი. ვინც ნაილთან ერთად იყო მოსული სამზარეულოში გავიდა.

"ახლა აქ ცხოვრობ თუ რა?" ლუიმ ლიამის ნათქვამი გაიგო როცა უფროსმა ბიჭმა ფუნთუშის შეკვრა ესროლა,რომელიც მის მუცელზე დაეცა.

"შემიძლია მეც იგივე გკითხო" ეს იყო მისი პასუხი, შემდეგ კი შეკვრა გახსნა და შოკოლადის ფუნთუშა ამოიღო.

"მე უფლება მაქვს"

"მეც ასევე"

ზეინი,ნაილი და ჰარი ყველანი მისაღებში დაბრუნდნენ, ლივი რამდენიმე წუთის შემდეგ გამოჰყვა მათ.

"როდის დაიწყებ ქირის გადახდას?" ზეინი ცელქობდა, ლუის ჩოლკა აურია და სიცილი აუტყდა, როცა უმცროსი ბიჭი ფუნთუშებით გატენილი პირით წუწუნებდა.

"ლუიზე ძალადობის ღამეა? 6 დღეში ჩემი დაბადების დღეა,ნუ იქნებით ბოროტები" დაიღრიალა ლუიმ და ფეხები გასწია რომ ჰარის დივნის მეორე ბოლოში დაჯდომა შესძლებოდა, სხვები კი ოთახში იდგნენ.

დანარჩენებმა უბრალოდ გაიცინეს,რის გამოც ლუი თავისთვის წუწუნებდა, ტელევიზორში x-box-ი დააყენეს, ლიამმა და ზეინმა კი  Fifa-ს თამაში დაიწყეს. მხოლოდ ჰარი აქცევდა ლუის ყურადღებას, მას შეხედა და ანიშნა რომ უფრო ახლოს მისულიყო ჩასახუტებლად. მალე ისე მოეწყვნენ რომ ჰარი პრაქტიკულად იწვა და ლუი მკერდზე ეწვა, ფუნთუშა ჯერ კიდევ ხელში ეჭირა, ძილი ერეოდა.

"დაღლილი ხარ" თქვა ჰარიმ და ხელი ზურგზე დაადო.

"არ ვარ. უბრალოდ აქ ძალიან თბილა, სულ ეს არის" უპასუხა ლუიმ, მიუხედავად იმისა რომ მისი სიტყვები გაბრუებული იყო და თვალები ეხუჭებოდა.

"ამბობ რომ სულ ეს არის მაგრამ ათი წუთის შემდეგ გძინავს"

"თავი დამანებე,მოძალადე"

When The Smoke Is In Your Eyes L.S (ქართულად) [Completed]Nơi câu chuyện tồn tại. Hãy khám phá bây giờ