თავი 1

1.1K 66 20
                                    

ლუი / ახლანდელი

სამეფო ოპერის შენობაში შევირბინე, შუშის ჭერიდან ვარსკვლავები მინათებდნენ გზას. ეს შენობა სამეფო ოპერასაც და სამეფო ბალეტსაც ეკუთვნოდა. სიჩუმე იყო. ვინმე იფიქრებდა, რომ უკაცრიელი ადგილი იყო, მაგრამ მე უკეთ ვიცოდი.

საბალეტო კომპანიის ოფისები ქვედა სართულზე იყო და წითელი ველვეტისა და ოქროსფერი აუდიტორიისგან განსხვავებულად გამოიყურებოდა. გაპრიალებული ლინოლეუმის იატაკი ჰქონდა, სადაც ჩემს ანარეკლს ვხედავდი.

ოფისები ბნელი და ცარიელი იყო. დერეფნის ბოლოდან სუსტი ხმა გავიგე, თუ როგორ ბეჭდავდა ბალეტის დირექტორის ასისტენტი, ლიამ პეინი. ის კომპიუტერთან იჯდა და მუქი თვალებით დაკვირვებით უყურებდა ეკრანს.

„გამარჯობა, ლუი." თქვა ისე, რომ არც ამოუხედავს.

„ეს რას ნიშნავს?" ვუთხარი და წერილი მაღლა ავწიე. ეს ჩემთვის არ იყო. ლიამის ბოსისგან იყო გამოგზავნილი, კომპანიის დირექტორისგან, კენეტ ო'ჰარასგან. ზეინ მალიკისთვის იყო, ჩემი საუკეთესო მეგობრისთვის.

მე მთავარი მოცეკვავე ვიყავი სამეფო ბალეტში, ზეინი კი ჯერ ისევ სოლოისტი იყო. როცა მეორე მთავარი მოცეკვავე გაათავისუფლეს წინა სეზონში, დარწმუნებული ვიყავით, რომ მის ადგილს ზეინი დაიკავებდა, მაგრამ შუადღისით წერილი მიიღო დირექტორისგან, რომ სხვა თეათრის მოცეკვავემ დაიკავა ადგილი.

„ზეინზე მეტად ვინ უნდა იმსაუხრებდეს ამ ადგილს!" ქაღალდი ლიამის მაგიდაზე დავაგდე და მის პირდაპირ სკამდე დავჯექი. ზეინი მეტისმეტად მორიდებული იყო, რომ აქ მოსულიყო და თავის თავზე ელაპარაკა, ამიტომ ეს მე უნდა გამეკეთებინა. შემოდგომაზე კომპანიას გედების ტბა უნდა მოემზადებინა. მე პრინცი ზიგფრიდის როლი მქონდა, ზეინი კი კარგი არჩევანი იყო ფონ როტბარტისთვის. სხვა ვინ უნდა ყოფილიყო.

ლიამმა შუბლზე ხელი გადაისვა. „ზეინი ძლიერი კანდიდატი იყო, მაგრამ როცა მე და კენეტი მოსკოვში ვიყავით წინა თვეში, საოცარი მოცეკვავე ვნახეთ და მას ხელიდან ვერ გავუშვებდით."

Flightless Bird  (უფრთო ჩიტი)Where stories live. Discover now