თავი 21

417 41 17
                                    

 „ისევ მარჯვენა მხარეს გიყვარს წოლა?" ვკითხე და ვცადე ხმაში აღელვება არ დამტყობოდა.

„შენ ისევ მარცხნივ?"

გამეცინა. „კი."

მაისური გადავიძრე, ჰარიმ კი ღილების გახსნა დაიწყო. შემდეგ თავის ოქროსფერ ბაფთასთან ერთად ჩემი სკამის საზურგეზე გადაკიდა. ორივემ შარვლების გახდა დავიწყეთ. მსგავსი შავი ბოქსერები გვეცვა, მაგრამ ჩემი სპორტული და ბამბის იყო, მისი კი აბრეშუმის. იგი გახდილი სტუდიაშიც ვნახე დილით, მაგრამ ახლა, ჩემს საძინებელში ყველაფერი სხვაგვარად იყო.

გადასაფარებელი ასწია.

„ელოდი, რომ ეს მოხდებოდა?"

„მინდოდა, რომ მომხდარიყო."

საწოლზე აძვრა. ჯერ მის სხეულს დავაკვირდი, შემდეგ კი მეც მივყევი. სასწაული სხეული ჰქონდა. მსოფლიოში ყველაზე საყვარელი სხეული. როცა არ მოძრაობდა, უფრო პატარა და ფაქიზი ჩანდა.

ორივე გადასაფარებლის ქვეშ შევძვერით.

ჰარი მართალი იყო. ბიჭები აღარ ვიყავით. კაცები ვიყავით. ჩვენ შორის სიმორცხვე აღარ იყო - მხოლოდ სურვილი და ვნება, რომლის დაიგნორებაც შეუძლებელი იყო. მინდოდა, მას შევხებოდი. როცა ხელი გავწიე, რომ ლოყაზე მოვფერებოდი, დაკვირვებით შემომხედა. აზრზე არ ვიყავი, რაზე ფიქრობდა. მხოლოდ იმიტომ დარჩა, რომ დაეძინა თუ რაღაც მეტი უნდოდა?

როცა პატარები ვიყავით, ყოველთვის ვხვდებოდი, რაზე ფიქრობდა. მისი მთელ სახეზე გადაჭიმული ღიმილი ნიშნავდა, რომ ბედნიერი იყო. როცა რაღაც აწუხებდა, იღუშებოდა. ახლა კი მისი წაკითხვა შეუძლებელი იყო. ერთადერთი ის ვიცოდი, რომ აქ იყო, ნახევრად შიშველი, ჩემს საწოლში.

თავის შეკავება აღარ შემეძლო. ფლირტის დაწყება მინდოდა. მისკენ გადავბრუნდი და იდაყვს დავეყრდენი. გავუღიმე და წამწამები ავაფახულე - ყოველთვის მოსწონდა ჩემი გრძელი წამწამები. თითის სმა მის ტატუებზე დავიწყე და ვცადე, მათი მნიშვნელობები გამომეცნო. ბევრი ჰქონდა, ამიტომ კარგი თამაში გამოვიდოდა. იმის შემდეგ, რაც მკლავებსა და ხელებზე დავასრულე, დიაფრაგმაზე პეპელას გადავუსვი ხელი.

Flightless Bird  (უფრთო ჩიტი)Where stories live. Discover now