თავი 8

415 60 12
                                    

 ჰარი / წარსული

დიდი დღე იყო. ლუიმ ორი საათით ადრე გაიღვიძა, რომ ჩაეცვა და თმა დაეყენებინა. ნერვები ეშლებოდა, როცა თმა იდეალურად არ უდგებოდა ხოლმე.

ალექსანდერ ბოშამპი სკოლას ესტუმრა და მისთვის ზაფხულის ღამის სიზმარი უნდა ეჩვენებინათ.

ლუი ჩემს გარშემო დარბოდა და მეუბნებოდა, რომ მოვმზადებულიყავი. „იჩქარე, იჩქარე!" უნდოდა, რომ ადრე მისულიყო და ბოშამპი პირადად გაეცნო.

დღეს მაისური და სპორტული არავის ეცვა. ყველა საბალეტო ფორმებში ვიყავით გამოწყობილები - მე შავი ელასტიკი მეცვა, ლუის კი ნაცრისფერი. ძალიან ლამაზად გამოიყურებოდა.

დრესკოდი მაინც დავარღვიე, როცა ლუის მოცემული ტყავის ბრასლეტი გავიკეთე ხელზე. ხელი ზურგს უკან დავმალე, როცა მადამ ლეზოვაჟს ჩავუარე.

ბოშამპი იმაზე უფრო მოხუცი აღმოჩნდა, ვიდრე სურათზე იყო. შევერცხლილი თმა შუაზე გაეყო, ცხვირზე კი სათვალე ედო. თეთრი პერანგის სახელოები აეკაპიწებინა. ქოლგაც კი ჰქონდა, იმის მიუხედავად, რომ გარეთ არ წვიმდა.

ლუი გახურებამდე მასთან მივარდა. კანკალებდა და ხელები გაოფლიანებოდა. „მისტერ ბოშამპ, პროგრამაზე ხელს მომიწერთ?"

„რამდენი ხანია, ეს არ მინახავს!" გაიცინა კაცმა და გრძელი თითები გადაუსვა ქაღალდს. „რა გქვია?"

„ლუი ტომლინსონი." თქვა ლუიმ და იმ გვერდზე გადაშალა, სადაც ხელმოწერა უნდოდა. „პირველი ბალეტი იყო, რაც ვნახე. ამის გამო მომინდა, მოცეკვავე გამოვსულიყავი."

„რამდენი წლის იყავი?"

„ხუთის. დედაჩემმა წამიყვანა."

„ხუთის." თქვა ბოშამპმა. „მოხუცად მაგრძნობინე თავი, ტომლინსონ."

„ბოდიში, სერ." მოუბოდიშა ლუიმ. ბოშამპმა კიდევ გაიცინა და პროგრამა ლუის მიაწოდა. ლუიმ მადლობა გადაუხადა.

Flightless Bird  (უფრთო ჩიტი)Where stories live. Discover now