თავი 9

424 55 27
                                    

ლუი / ახლანდელი

ჯეფრის სადილი სახლში გავუკეთე. დიდი არაფერი, მხოლოდ ისპანახი და ტორტელინის სუპი.

სადილის შემდეგ უსირცხვილოდ დაიწყო ჩემს ბინაში სიარული, მე კი ჩაი და ყავა გავაკეთე სამზარეულოში. თითებს წიგნების თაროებზე ასრიალებდა.

ლანგარი მაგიდაზე დავდე, მან კი კასეტა იპოვა და ჯაზი ჩართო. ჩემი საყვარელი კასეტა არ იყო, მაგრამ არ შევეწინააღმდეგე.

ჩემს დივანზე ერთმანეთის გვერდიგვერდ ვისხედით. ჩემი ავეჯი ძვირი არ იყო, მაგრამ არ ხარისხს უჩიოდა. ჯეფრის არ უთქვამს, თუ რას ფიქრობდა ჩემს სახლზე, მაგრამ შთაბეჭდილების ქვეშ იყო, რომ ქალაქიც ცენტრში მქონდა ბინა, თან მეზობლის გარეშე.

ჯეფრი ცუდი ადამიანი არ აღმოჩნდა. ყურადღებიანი და საყვარელი იყო, ყველანაირ სიტუაციაში იუმორს ეძებდა, რაც ერთმანეთის გაცნობას გვიადვილებდა. ისეთი კარგი ქერა თმა ჰქონდა, მხოლოდ ბავშვებს რომ აქვთ ხოლმე. კიდევ გრძელი, ოქროსფერი წამწამები და პატარა აპრეხილი ცხვირი.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ შორის მხოლოდ ორი წელი იყო, ჩემზე ბევრად ახალგაზრდა ჩანდა. ახლახანს აღიარა, რომ გეი იყო, როცა ლონდონში ჩამოვიდა. თურმე ნებრასკაში ბევრი გეი არ იყო. ლონდონში ჩამოსვლისთანავე კი გეი კლუბებში დაიწყო სიარული. ერთი წელი არაა, ლონდონში იყო და ბევრი ჭორი იცოდა უკვე. ამის გამო ვერ დავადანაშაულებდი, მაგრამ ასეთ ადამიანს არ ვეძებდი. ეგ უკვე წლების წინ მქონდა გამოვლილი.

თავი უფრო კომფორტულად ვიგრძენი, როცა თემა რეპეტიციებზე გადაიტანა. ორივეს მოგვწონდა მორისი და შევთანხმდით, რომ ერთ-ერთი საუკეთესო ქორეოგრაფი იყო, ვისთანაც გვემუშავა.

შემდეგ, არსაიდან მკითხა. „შენ და ჰარი როგორ ხართ ერთმანეთთან? ჟიმაობთ?"

ჩაი კინაღამ გადამცდა. „რა? რა თქმა უნდა, არა!"

ჩემს რეაქციაზე თავი ასწია და ტონი შეარბილა. „ერთმანეთს ხვდებოდით?"

Flightless Bird  (უფრთო ჩიტი)Where stories live. Discover now