თავი 19

261 38 8
                                    

ლუი / ახლანდელი

როცა გავიღვიძე, მეგონა, რომ ისევ 15-ის ვიყავი. ჰარის ჩემ გვერდით ეძინა, სახეზე კულულები ეყარა, კიდურებით კი კოალასავით იყო ჩემზე შემოხვეული. რომც მომენდომებინა, ვერ ავდგებოდი. თუმცა ადგომა არ მინდოდა. ოდნავ გავტოკდი, მან კი ცხვირი მომადო ლოყაზე. სტუდიაში გრილოდა, მაგრამ ისე ვეხუტებოდით ერთმანეთს გადასაფარებლის ქვეშ, რომ ჩვენი სხეულები იწვოდა. მისკენ გადავბრუნდი. ამის გამო წარბი შეკრა და უფრო მომიჭირა ხელი. თვალები დახუჭული ჰქონდა, თითები კი ჩემს მაისურზე ედო.

„ჰადი, გაიღვიძე." ჩავჩურჩულე პატარა, ნიჟარის ფორმის ყურში. „გათენდა."

თვალები გაახილა და დრო დასჭირდა იმის გასახსენებლად, სად იყო. და ვისთან ერთად იყო.

მაშინვე დისტანცია დაიჭირა. „ბოდიში."

„არაფერია."

ჰარი წამოჯდა და თვალებზე ხელი გადაისვა. „ბოდიში." გაიმეორა. „ალბათ რაღაც დამესიზმრა."

„კარგი სიზმრები უნდა გქონდეს." მინდოდა, ინტიმურობის ეს წამი ოდნავ გამეგრძელებინა.

ისევ გადასაფარებლის ქვეშ ვიყავით, ფეხებით ერთმანეთს ვეხებოდით. ეს რას ნიშნავდა? ახლა მეგობრები ვიყავით? მეგობრები ვიყავით. არა, შეიძლება მეგობრები ჯერ არა, მაგრამ მტრები უკვე აღარ.

ისევ დაწვა და მეც მისკენ მივიწიე.

„ხალიჩაზე მძინავს ხოლმე." თქვა. „მეეჭვება, ეს იატაკი ჩვენი ზურგებისთვის კარგი იყოს."

ზურგი ძალიან მტკიოდა, თითქოს ცხენებს გადაერბინათ ზედ. „მე კარგად ვარ."

ფანჯრებიდან სინათლე შემოდიოდა და სტუდიის იატაკზე ანათებდა. ხელი ჰარის თავს ზემოთ იატაკზე დავდე. „დღეს რეპეტიცია არ მინდა."

„ამ დილით არანაირი რეპეტიცია."

გამეღიმა. „რეპეტიციის გაცდენას აპირებ?" შემეძლო ის მშვიდი საუზმისთვის ან ყავისთვის წამეყვანა. რეჯენტს პარკში დავსხდებოდით და მთელი დილა ვილაპარაკებდით. კარგი იქნებოდა.

Flightless Bird  (უფრთო ჩიტი)Where stories live. Discover now