თავი 5

298 55 19
                                    

ლუი / ახლანდელი

ჩვენი პირველი რეპეტიცია შვიდამდე არ იწყებოდა, მაგრამ მე სტუდიაში ხუთზე მივედი. მინდოდა, გავხურებულიყავი და ორი საათით მაინც მევარჯიშა, სანამ ჰარი მოვიდოდა.

მაისური და სპორტულები გავიხადე. სტუდია ცარიელი იყო და თან ცხელოდა, ამიტომ გადავწყვიტე, მხოლოდ ბოქსერებში მეცეკვა. იასამნისფერი ბოქსერები მეცვა და ტრაკზე უზარმაზარი, ოქროსფერი გვირგვინი ეხატა. დედაჩემმა მიყიდა, როცა პრინცი ზიგფრიდის როლი მომცეს.

დისკებს შევხედე. გადავწყვიტე, ის დამეტოვებინა, რომელიც მაგნიტაფონში უკვე იდო. რატომაც არა? ძელთან გავხურდი. შემდეგ იატაკზე გადავინაცვლე და ტრიალებში და ახტომებში ვივარჯიშე. ამყოლმა პოპ სიმღერებმა ცოტა ყურადღება გამიფანტეს. ვცდილობდი, ზედმეტად არ დავღლილიყავი, რომ რეპეტიციისთვისაც შემენარჩუნებინა ენერგია. სტაილსს ვერ მივცემდი უფლებას, ჩემთვის ეჯობნა.

7-ს რომ 15 ეკლდა, ტანსაცმელი ჩავიცვი. მოცეკვავეებმა, ჯერ კიდევ, რომ ნახევრად ეძინათ, სტუდიაში შემოსვლა დაიწყეს. ქალები ამთქნარებდნენ და პუანტებს იკრავდნენ, ზეინი და სხვა კაცები იატაკზე იწვნენ და იწელებოდნენ.

ქორეოგრაფს პირველად უნდა შევხვედროდით. ეს არაფორმალური რეპეტიცია იყო. საკუთარი თავი და თავისი ხედვა უნდა გაეცნო ჩვენთვის და ეთქვა, რისი მოლოდინი უნდა გვქონოდა მომავალი თვეებისა და კვირების განმავლობაში. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ბევრს ვერაფერს ვისწავლიდით, პირველი რეპეტიცია მნიშვნელოვანი იყო. ყველა იქ იქნებოდა, კენეტის, ბალეტის არტისტული დირექტორის ჩათვლით.

ნაილი და ლიამი ორი უზარმაზარი ყავის ჭიქით შემოვიდნენ და სტუდიაში თავიანთი ადგილები დაიკავეს. შემდეგ ჯიჯი და ელეანორი შემოვიდნენ და ჩემ გვერდით დასხდნენ იატაკზე. ჯიჯი თეთრ გედს, ოდეტს, თამაშობდა, ელეანორი კი შავს, ოდილს. ორივესთან ვცეკვავდი 11 წლის ასაკიდან. ერთმანეთის ძლიერი და სუსტი მხარები ვიცოდით და ერთად კარგად ვმუშაობდით. კოლეგები კი არა, ჩემი დები უფრო იყვნენ და ჩემი ნამდვილი დების მსგავსად, ესენიც ჭკუიდან მშლიდნენ.

Flightless Bird  (უფრთო ჩიტი)Where stories live. Discover now