თავი 6

346 55 20
                                    

ჰარი / წარსული

მადამ ლეზოვაჟის კლასში ადრე მივედი ისევე, როგორც ყოველთვის. მაკრატლით მელოდა. ხელები კულულების დასაცავად ავწიე.

ჩემკენ მკაცრი გამომეტყველებით გადმოდგა ნაბიჯი და მკლავში მომკიდა ხელი. შევკრთი, როცა მაკრატლის ხმა გავიგე. თვალების გახელის და სარკეში ჩახედვის მეშინოდა, მაგრამ როცა გავახილე, შევნიშნე, რომ ჩემი კულულები არ მოეჭრა. ჩემი ფერადი, დაწნული მეგობრობის ბრასლეტები გადაჭრა. სამი ბრასლეტი ჩემი ერთადერთი სამი მეგობრისგან ჩეშირიდან. მათ წლები ვატარებდი. ჩემი ნაწილი იყო. ჩემი მაჯა შიშველი ჩანდა მათ გარეშე.

„ჩემი ბრასლეტები." დავიყვირე.

ქალი ცივი იყო, მაგრამ არა უგრძნობი. „რეპეტიციებს ვიწყებთ ზაფხულის ღამის სიზმრისთვის. ამეებით ვერ იცეკვებ. ბოშამპი ამას ვერ აიტანს." შემდეგ გაჭრილ ბრასლეტებს მიწვდის. „შეგიძლია, შეინახო. ჩანთაზე მიიბი."

თავი დავუქნიე და დავისრუტუნე. ვცდილობდი, ჩანთაზე მიმება, როცა ლუი და ლიამი შემოვიდნენ სტუდიაში. თავი დავხარე, რომ ჩემი ცრემლები არ დაენახათ.

„ეი, ეს რა არის?" მკითხა ლუიმ.

„არაფერი." ვთქვი და ხელი მაჯაზე გადავისვი.

ლუიმ იცოდა, რომ რაღაც რიგზე არ იყო. იმაზე უკეთ მიცნობდა, ვიდრე სხვა ნებისმიერი. იმ ღამის შემდეგ, რაც საწოლი გავიყავით, მე და ლუი ასე მოქცევას ვაგრძელებდით. არ ჰქონდა მნიშვნელობა, ზეინი იქ იყო თუ არა. ამაზე არც კი ვლაპარაკობდით, უბრალოდ ასე ხდებოდა. ერთმანეთისგან მოშორებით ვიწექით, მაგრამ რომელიმე ყოველთვის გადავიდოდა ხოლმე მეორისკენ. ძირითადად, მე ვიქცეოდი ასე და დილით ლუიზე ხელებ და ფეხებ შემოხვეული ვიღვიძებდი კოალასავით. ვერ ვიტანდით, როცა ცალ-ცალკე ვიყავით დღის განმავლობაშიც. დილებს, საღამოებს და ლანჩს ერთად ვატარებდით და რამდენიმე საათი, როცა ცალ-ცალკე ვიყავით, აგონია იყო. როცა სახლებში უნდა წავსულიყავით შაბათ-კვირას, ჩვენი მშობლები ერთმანეთს გვგლეჯდნენ ხოლმე, როცა ერთმანეთს ვეხუტებოდით. ისინი ამბობდნენ, რომ ერთმანეთს მეტისმეტად მივეჯაჭვეთ, მაგრამ მე ეს არ მანაღვლებდა. და არც ლუის.

Flightless Bird  (უფრთო ჩიტი)Where stories live. Discover now