თავი 15

227 41 2
                                    

ლუი / ახლანდელი

სასიამოვნო შობა იყო. ჯეფრი ოჯახთან წავიყვანე გასაცნობად, შემდეგ შვეიცარიის ალპებში წავედით რომანტიკულ მოგზაურობაში. ჩემს ოჯახს კარგად შეეწყო და მარტივი კომპანიონი იყო მოგზაურობის დროს. ყველაფერი იდეალურად იყო, მაგრამ ძალიან მინდოდა, მალე დავბრუნებულიყავი სტუდიაში.

ჯეფრი ხვდებოდა, რომ მოუსვენრად ვიყავი და იტყოდა ხოლმე, რომ „სადღაც შორს" ვიყავი. ვცდილობდი, კონცენტრირებული ვყოფილიყავი. ვისმენდი ისტორიებს, თუ როგორ უჭირდა თინეიჯერობისას იმის აღიარება, რომ გეი იყო. ის თავის საყვარელ რესტორნებში, თეატრში და კლუბში წავიყვანე. საწოლში ყავასთან ერთად დილაობით ხელოვნების განყოფილებიდან მიკითხავდა სტატიებს. როცა ისეთ შეფასებებს ვნახავდით, რომელბსაც ვეთანხმებოდით, ვიცინოდით.

უნდა მყვარებოდა ის მყუდრო დილები, მაგრამ რაღაც მაკლდა. ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ მხოლოდ ვალდებულებების მქონე შეყვარებულის როლს ვთამაშობდი.

სამსახურში იანვრის მეორე კვირაში დავბრუნდი. სამეფო ოპერის ყინულიან კიბეებზე შვებით ამოვიოხრე. სახლში ვიყავი.

სტუდიაში ქურთუკი გავიხადე. ამ დროს კარის მეორე მხრიდან ხმამაღალი შეჯახება გავიგე.

როდესაც სტუდიის ფანჯრიდან გავიჭყიტე. დავინახე, რომ ულამაზესი სცენა დაშლილი იყო და ნაწილებად აუდიტორიიდან გაჰქონდათ. კაცები გაღიზიანებულები ხვნეშოდნენ და მძიმე დეტალებს მიათრევდნენ. ლიამი მათ მიჰყვებოდა.

კარი გავაღე და თავი გავყავი. „რა ხდება?"

მოიღუშა. „არაფერი."

„მაშინ რატომ აშლევინებ სცენას?"

„მე არა, ამას ჰარი აკეთებს."

დერეფანში გავედი და დრო შევამოწმე. „შვებულებიდან საათზე ნაკლებია დავბრუნდით და ის უკვე ბრძანებებს გასცემს?"

Flightless Bird  (უფრთო ჩიტი)Where stories live. Discover now