თავი 3

367 52 53
                                    

ლუი / ახლანდელი

საპატიო სადილი შეჯახების ოთახში უნდა ჩატარებულიყო, ოპერის შენობის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ოთახში. მბრწყინავ ჭაღებიან და ველვეტის წითელ და ოქროსფერ აუდიტორიაში მდიდრული ავეჯი იდგა. კედლებზე ზეთით შესრულებული ნახატები ეკიდა, რომლებიც მე-17 საუკუნიდან უნდა ყოფილიყო. როცა შეჯახების ოთხში ვიყავი, ყოველთვის თავს უფრო მაღლად და ამაყად ვგრძნობდი.

ზეინი სწრაფად წამომეწია, ხელში ჰალსტუხი ეჭირა. „ბოდიში, დავაგვიანე." თქვა.

„არაუშავს." საყელო ავუწიე და ჰალსტუხი გამოვართვი. კისერზე შემოვახვიე და სწორად გავუკეთე.

სადილი კომპანიის ბალერონებისთვის იყო, რომ ცნობილ ბალერინებთან ეჭორავათ - მაგალითად სედი ჰოკინსთან. მაგრამ უმეტესობა ჩვენგანი თავს დაქირავებულ კავალერად ვგრძნობდით. თითქოს იქ მხოლოდ ქალების გასართობად ვიყავით.

ზეინსაც შავი ჰალსტუხი ჰქონდა. ერთნაირად გვეცვა. ჩვენი კომპანიის კაცებს სულ გიევსის და ჰოუკსის კოსტუმები გვეცვა. ეს ტრადიცია იყო. ზოგს ვერ ესმოდა, რა აზრი ჰქონდა ამ ფორმის ჩაცმას, როცა არ ვცეკვავდით, მაგრამ ჩემთვის გასაგები იყო. ასე ვგრძნობდით, რომ რაღაც დიდის ნაწილები ვიყავით. რაღაცის, რაც ჩვენზე მნიშვნელოვანი იყო.

ნაილ ჰორანი, ბალეტის ორსკესტრის დირიჟორი, შემოვიდა, შავი მრგვალი სათვალე ეკეთა და ამავე ფერის კოსტუმი ეცვა.

„ჰორან!" მე და ზეინმა ხელი დავუქნიეთ.

„კარგად გამოიყურებით, ბიჭებო." თქვა ნათლად.

ნაილს დირიჟორის განათლება ჰქონდა მიღებული. მიწვეული დირიჟორი იყო ლაიფციგის ბალეტში, შემდეგ კი სამეფო ბალეტმა შესთავაზა სამსახური ლონდონში. მე და ის სწრაფად დავმეგობრდით, რაც გასაკვირი იყო, რადგან დირიჟორების უმეტესობა უბრალოდ იდიოტია. ნაილი სხვანაირი იყო. დედამისი ბალერინა იყო და ჯერ კიდევ სკოლის დროს ასწავლა ნაილს პიანინოზე დაკვრა, ამიტომ მოცეკვავეებს დიდ პატივს სცემდა. გარდა ამისა, ფეხბურთიც ძალიან უყვარდა და მანჩესტერ იუნაიტედის ბილეთები გვქონდა.

Flightless Bird  (უფრთო ჩიტი)Where stories live. Discover now