სიცარილე ადგილი, რომ იყოს..

3.4K 92 19
                                    

მარტოობას როგორ აღწერდით?!

ჩემთვის მარტოობა სიცარიელეა.
მარტოობა არის უსიამოვნო ემოციური აღთქმა, შავი დიდი ღრმული, რომელსაც ვერავინ შეგივსებთ.
მარტოობა სილამაზეს მატებს ცხოვრებას - მე ასე მგონია.
სანამ არ გავიზარდე და არ გავიზარე ბევრი რამ, მანამდე ილუზიაში ვცხოვრობდი. მარტოობა დამწვრობას აყენებს მზის ჩასვლას და ღამის ჰაერს უკეთეს სუნს ანიჭებს - აი ეს კი სადღაც წავიკითხე და ძალიან მომეწონა.
მარტოობა არის საკუთარი თავის სიღარიბე, ის არის საკუთარი თავის სიმდიდრეც.

მე მარტო ვარ!

დიახ, ეს ასეა.

და თუ ვინმეს ჰგონია, რომ მთელი ცხოვრების მანძილზე ვინმე გვერდში ედგებათ, მინდა გაცნობოთ, რომ ჯერ კიდევ ილუზიაში ცხოვრობთ. დატკბით, რადგან ჯერ კიდევ ასე გგონიათ. რადგან როდესაც ამას გაიაზრებთ, მერე დრო აღარ გექნებათ.
მე ძალიან ადრე მივხვდი ამას.
და ჩემი ბავშვობა ზედმეტად ადრე დასრულდა.

მაშინ როდესაც ვუყურებდი, როგორ დამცინოდა ჩემი ბავშვობის მეგობარი, რათა საკუთარი ეგო აემაღლებინა სხვების თვალში და მე დავემცირებინე.
ვუყურებდი და ბოლო ხმაზე კივილი მინდოდა. ვერ ვიჯერებდი. აგონიაში ვიყავი. უარყოფაში.

- არაუშავს საყვარელო, ნახავ, ბოდიშს მოგიხდის და შენც აპატიებ. თქვენ ხომ მეგობრები ხართ, ჩემო პრინცესა.. - ასე ამშვიდებდა დედაჩემი 13 წლის გოგონას, მე.
მაგრამ მან არ იცოდა, როგორი ტრამვა მომაყენეს იმ საღამოს.
დედაჩემმა ბევრი რამ არ იცოდა ჩემს შესახებ, დედაჩემი საერთოდ არ მიცნობდა მე, არც ახლა მიცნობს.

თქვენთვის ეს შეიძლება ჯერ კიდევ, ბავშვური თემაა - ბავშვური კამათი, დაცინვა და ალაბთ ფიქრობთ რომ ვაბუქებ, მაგრამ იმ დროს ეს ყველაფერი მე ვერ გადავლახე, მარტომ ვერ გადავლახე დამცირება და დაცინვა.

უნივერსიტეტშიც მოსიარულე მოჩვენება ვარ, ხანდახან თუ მკითხავს კურსელი როგორ ხარო, ეგეც იმიტომ რომ მომავალში ჩემთან მოსასვლელი პირი ჰქონდეს.
ბოლო დღე კი ჩემთვის შვება იყო.

მეც შეგიზიზღებ!Where stories live. Discover now