სულის ტკივილამდე მიყვარხარ...

1.5K 72 52
                                    

8ის ნახევარია და სახლიდან ამ წამს გამოვედი, არამგონია 8ზე იქ ვიყო, რადგან ჩემი სახლიდან სამხატვრო საკმაოდ შორს არის. ტაქსით თუ მივალ თავის დროზე, ეგეც შეიძლება ოდნავ დავაგვიანო.
ხელში ოთხი საქაღალდე მიჭირავს, ცალ მხარზე ლეპტოპის ჩანთა მაქვს გადაკიდებული, ცალზე კი ჩემი ჩანთა.
მინდოდა პირველ დღეს კარგი შთაბეჭდილება დამეტოვებინა, მაგრამ როგორც ჩანს ამას ნამდვილად ვერ მოვახერხებ.
7ზე ძლივს გავიღვიძე, რომ მოვზმადებულიყავი, მაგრამ მაინც ვაგვიანებ.
ეს ზაფხული აშკარად დიდ კვალს დატოვებს ჩემს ცხოვრებაში, გული მიგრძნობს.

ტაქსმაც დააგვიანა, მაგრამ ამაზე მძღოლთან კომენტარი არ გამიკეთებია.
აი როდესაც სეირნობა დაიწყო თბილისის ქუჩებში კი საბოლოოდ მომეშალა ნერვები და მკაცრად მივმართე, რომ ეჩქარა.
საწყალი კაცი, ჩემი არაპუნქტუალურობის გამო ხასიათი გავუფუჭე დილის 8 საათზე.
მუსიკებიც გამორთო და გზა ისე გააგრძელა.

ხმა აღარ ამომიღია სანამ იქამდე არ მივედით, ბოდიშის მოხდის მიზნით კი ხუთ ლარიანი მივეცი. გაუკვირდა, გავუღიმე, მანაც გამიღიმა, დამლოცა და წარმატება მისურვა.
აი ახლა კი შემიძლია დღე ოდნავ მშვიდად მაინც დავიწყო.
საათს დავხედე, 20 წუთით დავიგვიანე, აი ეს კი ნამდვილი უიღბლობაა.
შესასვლელი კარები ძლივს მოვძებნე, რადგან კორპუსის უკან რთული იყო მისი მოძებნა.
კარზე ჩუმად დავაკაკუნე, რამოდენიმე წუთი ველოდე,ხმა არავინ, რომ არ გამცა ისევ დავაკაკუნე, ოღონდ უფრო ძლიერად.
არავის ხმა არ გამოდიოდა, ამიტომ სახელურის მოსინჯვა გადავწყვიტე.
კარები ღია იყო, ნელა და ჩუმად შევაღე და შიგნით შევედი.

ისევ ისეთი სილამაზე იყო, ოღონდ ახლა დილის მზე ამშვენებდა ნახატებს, ჩემი ნივთები იქვე სკამზე დავაწყე და იქაურობა ახლა უფრო კარგად მოვათველიერე.
დეტალები იმდენად ლამაზი იყო, ნებისმიერი ნახატის, რომ ეჭვიც კი შემეპარა ხელით ნახატი იყო თუ არა.
მე ამ დონეზე, რომ დავხატო, ძალაინ ბევრი უნდა ვიმუშავო.

მეც შეგიზიზღებ!Where stories live. Discover now