დასვენებას მეც ვიმსახურებ

1.2K 54 24
                                    

სახლში შევედი, ქეთა როგორც ყოველთვის მისაღებ ოთახში იჯდა და ვითომ ტელევიზორს უყურებდა, არადა ტელეფონიდან თავს არ წევდა.
თვალი ავარიდე და საშინაო ტანსაცმელი ჩავიცვი, არ მინდოდა ქეთას ზედმეტი კითხვები გასჩენოდა.

ფანჯარასთან მივედი.
მგონი მართლა წავიდა, ოღონდ საბოლოოდ. გულში რაღაც ჩამწყდა, ვერ გავიგე რა.. ალბათ ბავშვობის მეგობარი, რომელიც ისევ დავკარგე ან პირველი და უკანასკნელი კაცი რომელმაც ჩემს მიმართ ოდნავი სიმპათია მაინც გამოიჩინა.

მგონი მართლა ვაწყენინე.

ჩემი თავის მიმართ საშინელი ზიზღი მაქვს უკვე, ყოველ გადადგმულ ნაბიჯს და სიტყვას ვნანობ. ფანჯარას მოვშორდი და ლოგინის გვერდით იატაკზე ჩამოვჯექი.

ჯანდაბა

როგორც კი მარტო ვრჩები თორნიკეს გარდა ვეღარავისზე ვფიქრობ. ახლაც, თვალებს ვხუჭავ და მასთან გატარებული ნებისმიერი წამი თვალწინ მიდგას.

ნახაზები!

არა, არა.

მისი ნახატები, ხომ უნდა დავუბრუნო. მე მასთან მიმსვლელი აღარ ვარ და ამაზე საერთოდაც არ უნდა ვფიქრობდე, დათას მივცემ რომ გადასცეს ან ქეთას გავატან ანდაც კურიერს სამხატვროსთან მივატანინებ.

ხო, რა მნიშვნელობა აქვს, კიდევ სხვა ბევრი გზაა იმისთვის, რომ მისი ნახვა თავიდან ავიცილო.

ფეხზე წამოვდექი და ოთახიდან გავედი. ქეთა მისაღებ ოთახში აღარ იჯდა, სამაგიეროდ ახლა დედა იყო აქ.

- ლიზა, შენ როდის მოხვედი?
- ახლახან, - გვერდით მივუჯექი, - დედა რაღაც უნდა გითხრა, - სახე დაუსერიოზულდა და მხრებში გასწორდა, - სამსახურიდან წამოვედი.
- რატომ? - იმაზე მშვიდად ხვდება ამ ყველაფერს ვიდრე მეგონა.
- აღარ მინდა უბრალოდ, თან ამ ზაფხულს კარგად დავისვენებ, რომ შემდეგ წელს მაგისტრატურისთვის მოვემზადო.
- კარგი, შენი გადასაწყვეტია, მაგრამ მე მეგონა, რომ მოგწონდა შენი სამსახური.
- კი, მაგრამ არ აეწყო სიტუაცია ისე როგორც მე მინდოდა, - თავი დამიქნია და ნაზად გამიღიმა, - და კიდევ, სოფელში წავალ, ოღონდ მარტო.
- ყველაფერი რიგზეა, საყვარელო? იქნებ დათა წაიყვანო, ან ქეთა, ან არ ვიცი, ვინც შენ გინდა.
- არა გთხოვ, მარტო მინდა, ქეთას წაყვანა არ დამაძალო, თორემ მართლა წამომყვება.

მეც შეგიზიზღებ!Där berättelser lever. Upptäck nu