უბრალოდ შეუძლებელი

1.5K 69 42
                                    

მთელი გზა ჩემი ხელი თავის ხელში ჰქონდა მოქცეული, ცალით კი მანქანას ატარებდა.
ოდნავი დისკომფორტი იყო ჩემი მხრიდან, რადგან ასეთ ურთიერთობას შეჩვეული არ ვარ.
არ ვიცი თორნიკეს რა უნდა.. ზოგადად რა უნდა ჩემგან.. ურთიერთობა მხოლოდ ერთ დღიანი, თუ უფრო გრძელვადიანი რამ.
იმედია ყველაფერში გამარკვევს.

- მეც მითხარი რაზე ფიქრობ, ერთად ვიფიქროთ, - ხელზე კიდევ ერთხელ მაკოცა.
- არაფერი საინტერესო, - შევიშმუშნე და შევეცადე ხელი გამომეწია, მაგრამ ამან უკან არ დახია და უფრო მეტად მიმწია მისკენ, - თორნიკე, არ ვარ კომფორტულად, - მაშინვე ხელი გამიშვა, გაბრაზდა ან ეწყინა.

რაღაც უნდა მეთქვა მაგრამ ტელეფონზე ზარი შემოვიდა.

დათა იყო.

გავთიშე.

დღეს ძალიან გამაბრაზა.

კიდევ ერთხელ დამირეკა.

- უპასუხე, ისიც ნერვიულობს, - უხეშად მითხრა თორნიკემ, დათასთვის უნდა მეპასუხა, თორემ აუცილებლად დავუბრუნდები პასუხს მისი ცივი ტონისთვის.

- ალიო.
- ლიზა, ძლივს.. - ღრმად ამოისუნთქა დათამ, - სად ხარ?
- რა გინდა დათა? - ნამდვილად არ ვეტყოდი, რომ ახლა თორნიკესთან ერთად ვიყავი.
- ლიზა, ბოდიში.. - მისი ღრმა ამოხვნეშა ტელეფონის მეორე მხრიდან ძალიან ნათლად გავიგე, - ისედაც არ მოსულა, შეეშინდა ალბათ.. - თორნიკეს გავხედე, საშინელი სინანული ვიგრძენი მთელს სხეულში, არ უნდა გამოვყოლოდი აქ.
- ახლა უნდა წავიდე, მოგვიანებით დაგირეკავ, - მინდოდა დათასთან მანამ მელაპარაკა სანამ არ მივიდოდი მაგრამ ასე არ გამოდიოდა და ჯობდა ახლავე შემეწყვიტა ზარი.
- კარგი, ნახვამდის.. მიყვარხარ, - თავი შევიკავე, რომ რამე მეთქვა, მაგრამ მისმა კითხვამ გამტეხა, - ლიზა აღარ გიყვარვარ?
- არა.. მეც მიყვარხარ, - მაშინვე გავუთიშე ტელეფონი, რომ კიდევ რამე არ ეთქვა. გულის ცემას ვგრძნობდი მთელ სხეულში, დავწყნარდი და მას გავხედე.

მეც შეგიზიზღებ!Onde as histórias ganham vida. Descobre agora