უნდა ვბრაზობდე

1.4K 68 20
                                    

აი ის შეგრძნება მიყვარს, საშინელი სიცხე, რომ მაღვიძებს ზაფხულში.
მზის სხივი, რომ მეცემა და სასაიმოვნო შეგრძნებას იწვევს ჩემში. ამის შემდეგ დღის მშვენივრად დაწყება მინდა ხოლმე, მარტო, მშვიდად...
ამ იდელიას ყოველთვის მირღვევენ. მუდამ, როცა სიცოცხლის შერგება გინდა ხოლმე.
არ მინდოდა ლოგინიდან ადგომა, რადგან ამის შემდეგ ოთახიდან გასვლაც მომიწევდა და ამას ვიცი რაც მოჰყვება.
ჯერ მე თვითონ ვერ ვარ ყველაფერში გარკვეული და დედაჩემის კითხვები კი უფრო მეტად ამირევს ტვინს.

დროის მაქსიმალურად გაწელვას ვცდილობდი, მაგრამ ოთახიდან გასვლა მაინც მომიწია, როდესაც მუხლზე სისხლი შევნიშნე. მაშინვე გასწორებული საწოლი ავშალე, რომ შემემოწმებინა თუ რამე დასვრილი იყო.
ამჯერად გადავრჩი, მაგრამ სამედიცინო ხსნარი მჭირდება, რომ მუხლში ინფექცია არ წავიდეს.

ოთახის კარები ჩუმად გავაღე, გავედი და საჭირო ნივთების ძებნა დავიწყე, მისაღები ოთახი გავაირე და სამზარეულოში შევედი.
- ამდენი ხანი რატომ გძინავს?! - სამზარეულოში ჩემი და დამხვდა ყავის ჭიქით ხელში, ცალ ხელში ტელეფონი ეჭირა და როცა შევედი გვერდით გადადო. მასზე ჯერ კიდევ გაბრაზებული ვიყავი ასე, რომ უპასუხოდ დავტოვე, - მამა წავიდა, დედაც... - ნელა დაიწყო ლაპარაკი, მივხვდი საითაც მიჰყავდა საუბარი, ამიტომ მოძებნის პროცესის დაჩქარება ვცადე, -  მიდი მომიყევი რა.. - ფეხზე წამოდგა და გვერდით დამიდგა, - რა ქენით? ლიზა! შემომხედე მაინც!
- ქეთა რა მოგიყვე, რისი გაგონება გინდა? - მისკენ მივბრუნდი.
- ნებისმიერი რამის.. რაზე ისაუბრეთ, სად დარჩით... გაკოცა?
- რა? - გაბრაზების მაგივრად გამეღიმა, რადგან ამის წარმოდგენაც კი შეუძლებელი იყო.
- აკოცე?
- გავიგე კითხვა, მაგრამ მირჩევნია უპასუხოდ დაგტოვო.
- ძალიან სიმპათიურია.. მაღალი... - მე აღარ მესაუბრებოდა, ფიქრებში გადაეშვა.
- კი არის! მაგრამ ადამიანი მხოლოდ გარეგნობით არ უნდა განსაჯო! - სახე დავისერიოზულე, - ნაგავია შინაგანად, ყარს მისი სული!
- ნეტა მე წავეყვანე... - არ მეშვებოდა ჩემი და, ჩემი ისევ დიალოგში ჩათრევა უნდოდა.
- შენ ისედაც ყოველ ღამეს სხვის სახლში ატარებ, ხან ვისთან ხარ, ხან ვისთან, - თან მუხლზე ხნსარს ვისმევდი, -  აი გუშინ სახლში, რომ ყოფილიყავი, ჩემს ადგილზე შეიძლება შენ ყოფილიყავი, - თვალები დაჭყიტა, ხასიათი მთლიანად შეეცვალა, რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ გადაიფიქრა და სამზარეულო ჩუმად დატოვა.

მეც შეგიზიზღებ!Where stories live. Discover now